„ეროვნული ფორუმი“ „ქართულ ოცნებას“ ტოვებს

გამოწერა
„ეროვნული ფორუმის“ ყრილობამ გადაწყვიტა, რომ „ქართულმა ოცნებამ ამოწურა თავისი ფუნქცია და ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ კოალიცია და არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მივიღებთ“–განაცხადა პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე გუბაზ სანიკიძემ.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. „ეროვნული ფორუმი“ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და 2016 წლის საპარლამენტო არჩენებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს, ეს გადაწყვეტილება პარტიამ დღეს გამართულ ყრილობაზე მიიღო.

„ეროვნული ფორუმის“ ყრილობამ გადაწყვიტა, რომ „ქართულმა ოცნებამ ამოწურა თავისი ფუნქცია და ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ კოალიცია და არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მივიღებთ“–განაცხადა პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე გუბაზ სანიკიძემ. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
„რესპუბლიკური პარტია“ ოპოზიციაში არ მიდის

2016 წლის საპარლამენტოი არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას ხმა 561 დელეგატიდან 451 მა  10–ის წინააღმდეგ მისცა. ხოლო პარტიის კოალიციიდან გასვლას მხარი 439 –მა წევრმა 22–ის წინააღმდეგ დაუჭირა.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, რომელშიც ფორუმიდან 6 დეპუტატი შედის, გუბაზ სანიკიძის თქმით, გადაწყვიტავს თუ არა პარტია მის დატოვებას, ცნობილი ხვალინდელ პრეს–კონფერენციაზე გახდება.

 


ყველა ახალი ამბავი
0