19:10 21 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
სავიზო რეჟიმის გაუქმება

ევროკომისარი: საქართველო მალე მიიღებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლებას

© facebook.com/Margvelashvili.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მოლოდინში (63)
20 0 0

ევროკომისარი იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს ევროკომისიის წინადადებას და უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის უფლება მიეცემათ.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ევროკავშირთან სავიზო დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებამ მასშტაბური სამუშაო გასწია და ყოვლისმომცველი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები განახორციელა, თვლის ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპოლუსი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. 

"საქართველომ, რომელმაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ყველა წინაპირობა შეასრულა, საუკეთესო მაგალითი მისცა რეგიონის ქვეყნებს და განაგრძობს წარმატებულ სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე", — განაცხადა ევროკომისარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ, იტყობინება მთავრობის პრესსამსახური

„საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს უმაღლესი შეფასება მიეცა. მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიტიური შეფასება საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამ რეფორმებისთვის. გასული წლის დეკემბერში გამოცემული ანგარიში დადებითად აფასებდა საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს და იმას, რომ ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა ვიზალიბერალიზაციის პროცესში. ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული და დღესდღეობით ვხედავთ, რომ ძალზე სერიოზული, პოზიტიური ნაბიჯებია გადადგმული," — აღნიშნა დიმიტრის ავრამოპოლუსმა.

ევროკომისარი იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს ევროკომისიის წინადადებას და უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის უფლება მიეცემათ.

„რეფორმები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის იმპლემენტაციის ჩარჩოებში გატარდა, სასიკეთოა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ ძალზე ეფექტურია საქართველოს პოლიტიკური სისტემისთვის. ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს ჩვენს წინადადებას და ეს მოხდება ძალზე მოკლე ვადებში. როგორც კი გადაწყვეტილება იქნება დამტკიცებული, საქართველოს მოქალაქეებს, ბიომეტრიული პასპორტებით, აღარ ექნებათ საჭიროება წარმოადგინონ ვიზა 90 დღის ვადით, ტურისტული, ბიზნეს ან საოჯახო საქმეებზე მოგზაურების დროს. თუმცა მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი არ იძლევა ევროკავშირში დასაქმების უფლებას,"- განაცხადა ევროკომისარმა.


თემები:
საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მოლოდინში (63)

მთავარი თემები