ჟოზეფ დოლმა საპატიმროში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები მოინახულა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟოზეფ დოლი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს, თავდაცვის ექს-მინისტრ ბაჩო ახალაიას და თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას შეხვდა.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტმა ჟოზეფ დოლმა (Joseph Daul) თბილისის საპატიმროში ქვეყნის ყოფილი მაღალჩინოსნები მოინახულა.

ჟოზეფ დოლი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს, თავდაცვის ექს-მინისტრს ბაჩო ახალაიას და თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას შეხვდა. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები პატიმრობაში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეების ბრალდებით იმყოფებიან.

„მინდა საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ამ ადამიანებთან საუბრის საშუალება მომცა. ისინი მუშაობას განაგრძობენ. ერთ-ერთმა განმიცხადა, რომ საკუთარ თავზე მუშაობს, რათა ციხიდან გაბოროტებული არ გამოვიდეს და ყველაფერში პოზიტივი დაინახოს“, — განაცხადა დოლმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

„ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გააგრძელებს მუშაობას პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომლის წევრებიც ყოფილი ჩინოსნები იყვნენ.

თბილისი - Sputnik საქართველო
დოლი: საქართველომ ევროკავშირთან ვიზების გაუქმებაზე განცხადებით „თამასა მაღლა ასწია“

„მინდა ვთქვა, რომ აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც იცავს ამ სამ ადამიანს და ევროპულ მომავალს, რომელიც ქვეყანას აქვს“, — განაცხადა დოლმა.

ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2008 წლიდან „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია.

ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ რიგი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისულება პოლიტიკურ დევნაში არაერთხელ დაადანაშაულა, რასაც „ქართული ოცნება“ უარყოფს და აცხადებს, რომ „ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა მიმდინარეობს“.

ყველა ახალი ამბავი
0