პრემიერი: ინტიმური ვიდეოკადრებით მოქალაქეების დატერორება უნდა დამთავრდეს

© facebook.com/GeorgianGovernmentგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ პროკურატურა აქტიურად მუშაობს ფარული ჩანაწერების საქმეზე და გამოძიების პროცესშიც გარკვეული პროგრესია.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ საბოლოოდ უნდა აღკვეთოს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრებით მოქალაქეების შანტაჟი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხუთშაბათს მთავრობის სხდომის წინ.

Youtube-ზე 11 და 14 მარტს სექსუალური ხასიათის ვიდეოჩანაწერები გამოჩნდა, რომლებშიც ქართველი პოლიტიკოსები მონაწილეობენ. პირველ ჩანაწერში, რომელიც 11 მარტს გამოქვეყნდა, დასახელებული იყო ვიდეოზე აღბეჭდილი პოლიტიკოსი, თუმცა ორშაბათს ავტორმა პოლიტიკოსის ვინაობა აღარ მიუთითა, ხოლო სექსით დაკავებული ადამიანების სახეები დაფარა. ის ასევე დაიმუქრა, რომ მალე გამოაქვეყნებს ვიდეოს სხვა ქართველი მაღალჩინოსნებისა და პოპულარული ჟურნალისტის მონაწილეობით.

„პროკურატურა აქტიურად მუშაობს ფარულ ჩანაწერებზე, გამოძიების პროცესში გარკვეული პროგრესიც შეინიშნება, რომელშიც ყველა სამართალდამცველი სტრუქტურაა ჩართული. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავუსვათ წერტილი საზოგადოების დატერორებას ამ კუთხით — ვფიქრობ, ეს ღირსების საქმეა. იმედი მაქვს, გამოძიება წარმატებით გაგრძელდება“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

სამშაბათს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია სექსუალური ხასიათის ვიდეოჩანაწერების გავრცელების ფაქტზე საქართველოს ხუთი მოქალაქის დაკავების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0