საქართველოს პარლამენტში ქორწინების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი შევიდა

© parliament.geბიუროს სხდომა
ბიუროს სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის მიხედვით, კონსტიუციის 36-ე მუხლი, რომელიც ქორწინებას ეხება, შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდება: ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი შევიდა, რომელიც ქორწინების საკითხთან დაკავშირებულ ცვლილებებს ითვალისწინებს. საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, ცვლილების პროექტი პარლამენტის ბიუროს 80 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა. 

„პროექტის ავტორი უმრავლესობაში შემავალი შემდეგი ფრაქციებია: "ქართული ოცნება", "ქართული ოცნება — კონსერვატორები", "ქართული ოცნება — მრეწველები", "ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი". პროექტის ინიციატორი კი 80 დეპუტატია, მათ შორის არიან ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრები“, — ნათქვამია ინფორმაციაში. 

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ხელმოწერები პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცა მათი ნამდვილობის დადგენის მიზნით. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
"ქართული ოცნება" მხარს უჭერს კონსტიტუციაში ქორწინების განმარტების ჩაწერას

პროექტის მიხედვით, კონსტიუციის 36-ე მუხლი, რომელიც ქორწინებას ეხება, შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდება: ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება. 

ამჟამად კონსტიტუციის 36-ე  მუხლის 1 პუნქტში არსებული ჩანაწერის თანახმად, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფილობას. 


ყველა ახალი ამბავი
0