14:43 24 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8597
  • 100 RUB3.8955
  • USD2.4578
მართლმსაჯულება

საქართველოს პროკურატურა მოსამართლეთა კანდიდატების საქმეს იძიებს

CC0 / Pixabay / WilliamCho
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
1101

გამოძიება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასკვნის საფუძველზე დაიწყო, რომელმაც თავდაპირველად უწყების შიგნით შეისწავლა საქმე, შემდეგ კი მასალები ქვეყნის მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტებზე სწორი პასუხების გაჟონვასთან დაკავშირებით, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასკვნის საფუძველზე დაიწყო, რომელმაც თავდაპირველად უწყების შიგნით შეისწავლა საქმე, შემდეგ კი მასალები ქვეყნის მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა.

შეგახსენებთ: თებერვლის დასაწყისში, თბილისის საქალაქო სასამართლოს იმჟამინდელმა თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოსამართლეობის ზოგმა კანდიდატმა წინასწარ იცოდა სწორი პასუხები ტესტებზე. ცნობილია, რომ საკვალიფიკაციო გამოცდებზე ქულათა მაქსიმალური რაოდენობა ხერხეულიძემ დააგროვა, რომლის სამეცნიერო ხელმძღვანელიც თავის დროზე ნინო გვენეტაძე — საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახლდათ.

სისხლის სამართლის საქმე „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების“ მუხლითაა აღძრული, რაც ჯარიმით, ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მთავარი თემები