04:29 24 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2965
  • 100 RUB4.6397
  • USD2.9661
საქართველოს პასპორტი

ქართული პასპორტის მფლობელთათვის 67 ქვეყნის კარი ღიაა

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
8568113

ყველაზე „ძლიერი“ პასპორტი გერმანიისა და შვედეთის მოქალაქეებს აქვთ - მათ უვიზოდ, შესაბამისად, 177 და 176 ქვეყანაში შეუძლიათ შესვლა.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ქართული პასპორტის მფლობელთ ვიზის გარეშე მსოფლიოს 67 ქვეყანაში შეუძლიათ  შესვლა, რის საფუძველზეც საქართველომ პასპორტების გლობალურ რეიტინგში — „სავიზო შეზღუდვების ინდექსი 2016“  71-ე ადგილი დაიკავა.

რეიტინგს ყოველწლიურად კომპანია Henley & Partners-ი მსოფლიოს 219 ქვეყნის ვიზების გაცემის წესების საფუძველზე ადგენს. რეიტინგში პოზიციები იმ ქვეყნების რაოდენობით დგინდება, სადაც ამ პასპორტების მფლობელებს უვიზოდ შეუძლიათ შესვლა.

საქართველოს რეიტინგში 71-ე ადგილი ბელარუსის, ყაზახეთის, გამბიის, მალავისა და სვაზილენდის გვერდით უკავია. რეიტინგის თანახმად, ამ ქვეყნების მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა მსოფლიოს 67 ქვეყანაში შეუძლიათ. ერთი პოზიციით ზევით არის საუდის არაბეთი და სამხრეთ აფრიკის ანკლავი ლესოტო.

რეიტინგის პირველი და მეორე ადგილი გერმანიასა და შვედეთს უკავიათ. მათი პასპორტები, შესაბამისად, 177 და 176 ქვეყნის კარს ხსნიან. მესამე ადგილზეა ხუთი ქვეყანა — ფინეთი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი ლატვიას აქვს (მე-13 ადგილი). ამ ქვეყნის მოსახლეობას უვიზოდ შესვლა 163 ქვეყანაში შეუძლია. ერთი პუნქტით ქვევითაა ესტონეთი და ლიტვა.

რუსული პასპორტით უვიზოდ შესვლა მსოფლიოს 105 ქვეყანაშია შესაძლებელი (რეიტინგის 43-ე პოზიცია). მოლდოვის მოქალაქეებს 101 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა (52-ე ადგილი), აზერბაიჯანის — 62 ქვეყანაში (75-ე ადგილი), ყირგიზეთის — 58 ქვეყანაში (79-ე ადგილი), სომხეთის — 57 ქვეყანაში (მე-80 ადგილი), ტაჯიკეთის — 53 ქვეყანაში (84-ე ადგილი), უზბეკეთის — 52 ქვეყანაში (85-ე ადგილი), თურქმენეთის — 49 ქვეყანაში (88-ე ადგილი).

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დახურული ქვეყნის — ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა 42 ქვეყანაში შეუძლიათ. რეიტინგის ბოლო სამი პოზიცია ირანს, პაკისტანსა და ავღანეთს უკავიათ.

უკვე ათი წელია, რეიტინგი საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციასთან (International Air Transport Association, IATA) ერთად დგება, რომელიც მხარს უჭერს ტურისტული ინფორმაციის მსოფლიოში ყველაზე დიდ ბაზას.

მთავარი თემები