თბილისში არკვევენ მართავს თუ არა ფული პოლიტიკას

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო აუდიტის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, პოლიტიკაში ფულადი სახსრების განკარგვის ეფექტურ ღონისძიებებს თბილისში განიხილავენ.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. პოლიტიკურ პროცესებზე დახარჯული თანხების კონტროლს განიხილავენ თბილისში მიმდინარე ორდღიან კონფერენციაზე „ფული პოლიტიკაში“. 

ღონისძიება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკური პარტიების მონიტორინგისა და ანტიკორუფციული სამსახურების საქმიანობაში, პრობლემური საკითხების იდენტიფიცირებას ისახავს მიზნად.

„ყოველთვის, როდესაც საუბარია პოლიტიკურ თანხებთან მიმართებაში, ხდება პოლიტიზირება ნებისმიერი ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯისა, ასევე სხვა ქვეყნებშიც. შესაბამისად ჩვენ ვსაუბრობთ მექანიზმებზე და იმ ნაბიჯებზე, რომელიც ჩვენ უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ პოლიტიზირება არ მოხდეს ჩვენი ქმედებების, თუმცა ეფექტური მონიტორინგი განვახორციელოთ პოლიტიკური თანხების ხარჯვისა,“-განაცხადა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ. 

პარტია ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
”ქართულმა ოცნებამ” წელიწადში დაახლოებით 3,9 მლნ აშშ დოლარი დახარჯა

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს საიდან შემოვიდა და როგორ დაიხარჯა ამა თუ იმ პარტიაში შესული ფული. 

„აქ საუბარია შემოწირულობებსა და ყველა იმ თანხაზე, რომელიც პოლიტიკაში იდება. შესაბამისად ჩნდება კითხვა: პოლიტიკა უნდა მართავდეს ფულს თუ ფული პოლიტიკას? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია. შესაბამისად,  ჩენ ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად უნდა მოვძებნოთ ოქროს შუალედი“, თქვა თორდიამ. 

კონფერენციაში, რომელიც 18 თებერვალს გაიხსნა, მონაწილეობს სახელმწიფო სტრუქტურებისა და ექსპერტების 100-ზე მეტი წარმომადგენელი სხვადასხვა ქვეყნებიდან. 

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ არის ორგანიზებული. 


ყველა ახალი ამბავი
0