საქართველოს უშიშროების საბჭო 20 წლისთავს ზეიმობს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს უშიშროების ეროვნული საბჭოს დაარსებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის, უშიშროების საბჭოს წევრები, პარლამენტის დეპუტატები, დიპლომატები, ასევე უსაფრთხოების საკითხებით დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს უშიშროების საბჭოს დაარსებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზეიმო მიღებას გამართავს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“.

ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან მთავრობის, უშიშროების საბჭოს წევრები, პარლამენტის დეპუტატები, დიპლომატები, ასევე უსაფრთხოების საკითხებით დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს უშიშროების საბჭო პრეზიდენტის — ქვეყნის მთავარსარდლის სათათბირო ორგანოა. უწყების საქმიანობის სფეროებია საქართველოს სამხედრო ეროვნული სტრატეგიის საკითხები და თავდაცვის სისტემის ორგანიზება. უშიშროების საბჭოს ასევე ქვეყანაში სამხედრო ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება აქვს.

ამჟამად უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე.

საკანონმდებლო ორგანოდან უშიშროების საბჭოს წევრები არიან პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.


ყველა ახალი ამბავი
0