09:17 21 აპრილი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2126
  • USD2.6935
სერგეი ლავროვის პრესკონფერენცია

ლავროვმა მომავალში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა არ გამორიცხა

© photo: Sputnik / Григорий Сысоев
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
2402

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, იგი მზადაა თავის ქართველ კოლეგასთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრისთვის, ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა რუსეთის პრეზიდენტმაც.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ღიაა თავის ქართველ კოლეგასთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრისთვის, ასევე არ გამორიცხა პერსპექტივაში რუსეთისა და საქართველოს მეთაურების — ვლადიმირ პუტინისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა. 

„მე, სხვათა შორის, მზად ვარ ჩემს ქართველ კოლეგასთან კონტაქტებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა კონტაქტებიც შესაძლებელია. პრეზიდენტმა (ვლადიმირ პუტინმა), როდესაც ამის შესახებ ჰკითხეს, ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა“, — განაცხადა ლავროვმა 2015 წლის შედეგებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წელს, აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში დათმობაზე არ წავა.


მთავარი თემები