ბინები, ავტოფარეხი და თანხა- რა ქონებას ფლობს ექსპრემიერი ღარიბაშვილი

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკლარაციის თანახმად, რომელიც ღარიბაშვილმა 2015 წლის 31 დეკემბერს შეავსო, ექსპრემიერი თბილისში სამ ბინას, ავტოფარეხს და პირად ანგარიშზე 10 ათასი აშშ დოლარის ოდენობის თანხას ფლობს.

თბილისი, 15 იანვარი  – Sputnik. საქართველოს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც 2015 წლის ბოლოს დატოვა თანამდებობა, სამ საცხოვრებელ ბინას, ავტოფარეხს და პირად ანგარიშზე 10 ათასი აშშ დოლარის ოდენობის თანხას ფლობს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

დეკლარაციის თანახმად, რომელიც ღარიბაშვილმა 2015 წლის 31 დეკემბერს შეავსო, ყოფილი ჩინოვნიკის ყველაზე მცირე ფართობის (121,80 კვ/მ.) ბინა გაგარინის ქუჩაზე მდებარეობს, მეორე ბინა (170კვ/მ)  მოსაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, ამავე ქუჩაზე აქვს ღარიბაშვილს მესამე ბინაც (159კვ/მ).  ღარიბაშვილი ასევე ფლობს ორ არასაცხოვრებელ ფართს (38 და 11 კვ/მ) და ასევე ავტოფარეხს (16 კვ/მ).

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ გეგმებზე ისაუბრა

რაც შეეხება ფულად დანაზოგს, სხვადასხვა ანგარიშზე ექსპრემიერის სახელზე 10 ათასი აშშ დოლარის ოდენობის თანხა ირიცხება.

საბანკო ანგარიშები ძირითადად ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის სახელზეა გახსნილი — 45,26 ათასი ლარი.

დეკლარაციის შევსებისას ღარიბაშვილის ან მისი ოჯახის წევრების სახელზე  არ არის აღნიშნული ფასიანი ქაღალდები, არც რაიმე სახის ბიზნესი და ასევე არც ავტომობილები, რომელთა  საერთო ღირებულებაც 10 ათას ლარს აჭარბებს.

რაც შეეხება ღარიბაშვილის შემოსავლებს, 2015 წელს მან 51 ათასი ლარი (დაახლოებით 21 ათასი აშშ დოლარი) შეადგინა, რაც თითქმის სამჯერ ნაკლებია მის 2012-2013 წლებში დაფიქსირებულ შემოსავლებზე. ხოლო 2014 წელს ექსპრემიერის შემოსავალმა 84 ათასი ლარი (დაახლოებით 37,5 ათასი აშშ დოლარი) შეადგინა.

დეკლარაციის თანახმად, 2014 წლის 19 დეკემბერს ღარიბაშვილმა თავის მამას ცხრა აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილი აჩუქა.

ღარიბაშვილმა ყველასთვის მოულოდნელად 23 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მედიის კითხვაზე ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ის დასვენებას აპირებს.


ყველა ახალი ამბავი
0