06:22 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში

კვირიკაშვილი თვლის რომ "პრეზიდენტი თავის რეზიდენციაშია"

პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
1001

მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებული პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის დატოვების საკითხი, არა ერთხელ გახდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან პრეზიდენტის კრიტიკის საგანი.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. პრეზიდენტი თავის რეზიდენციაში იმყოფება და ეს საკითხი მთავრობის მხრიდან აღარ უნდა დაისვას, — ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში, ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრის, ნინო გოგუაძის კითხვას, "შეწყვეტს თუ განაგრძობს იმ სამარცხვინო კამპანიას, რომელიც პრეზიდენტის გამოსახლებას ისახავს მიზნად". 

ამასთან კვირიკაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ადგილზე რომ ყოფილიყო, ალბათ, გადაწყვეტილებისას პოლიტიკურ გუნდს უფრო მეტ ანგარიშს გაუწევდა. 

"რაც შეეხება გამოსახლების კამპანიას, მე არ ვიცი, რომელ კამპანიაზე საუბრობთ თქვენ. ცალკეულ პირებს აქვთ უფლება ამ ტიპის განცხადებები გააკეთონ. გემოვნების საკითხია, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტის ადგილზე, ალბათ, პოლიტიკურ გუნდს უფრო მეტ ანგარიშს გავუწევდი — ამასაც ღიად გეუბნებით, თუმცა, პრეზიდენტი იმყოფება თავის რეზიდენციაში და ეს საკითხი მთავრობის მხრიდან აღარ უნდა დაისვას", — აღნიშნა კვირიკაშვილმა. 

საქართველოს ახალი ხელისუფლება და თავად მარგველაშვილი, სახელმწიფოს მეთაურად არჩევამდე, აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენდა, ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტს გადასცემდნენ, ხოლო პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე განთავსდებოდა. მოგვიანებით მარგველაშვილმა გადაწყვიტა, რომ უარი არ ეთქვა ავლაბრის რეზიდენციაზე. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა.

 

მთავარი თემები