16:32 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
გიორგი კვირიკაშვილი

კვირიკაშვილმა საქართველოს პრიორიტეტებზე ისაუბრა

© facebook.com/mfageorgia.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა თანამდებობა დატოვა (23)
1201

„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნისათვის მთავარ პრიორიტეტად რჩება. ასევე მთავარ პრიორიტეტად რჩება ევროპასთან სავაჭრო ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელება“, - თქვა კვირიკაშვილმა.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურებტან ინტეგრაცია საქართველოს მთავარ პრიორიტეტად რჩება. განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ორშაბათს, პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას. 

ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა, პარასკევს, 25 დეკემბერს ოფიციალურად წარადგინა გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე. კანდიდატურას ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. 

„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნისათვის მთავარ პრიორიტეტად რჩება. ასევე მთავარ პრიორიტეტად რჩება ევროპასთან სავაჭრო ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელება, თავისუფალი სავიზო მიმოსვლის მიღწევა და ამ პროცესის დასრულება მაქსიმალურად მოკლე პერიოდში, — თქვა კვირიკაშვილმა. 

საქართველო ასევე განაგრძობს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას, რომელიც ქვეყანას 2014 წელს ნატოს უელსის სამიტის მსვლელობისას მიენიჭა, დაამატა მან. 

„ნატოსთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, საქართველო განაგრძობს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ვიმუშაოთ ამ მიმართულებით როგორც თავსებადობის თვალსაზრისით, ისე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა. 

 ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების შეთანხმებას 2014 წლის ივნისში მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რატიფიკაციის პროცესს გადის. საქართველოს პარლამენტმა დოკუმენტი 18 ივლისს დაამტკიცა, ხოლო ევროპარლამენტმა – 18 დეკემბერს.

 ЮРსაქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტების შესაბამისობის შემთხვევაში, საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი-ქვეყნები გახდებიან. 2014 წლის სექტემბერში უელსის სამიტზე საქართველოს წარედგინა ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მის ალიანსში გაწევრიანების სწრაფვას უწყობს ხელს. 

 

თემები:
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა თანამდებობა დატოვა (23)

მთავარი თემები