16:32 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
გიორგი კვირიკაშვილი

კვირიკაშვილი: საქართველო რუსეთის მიმართ პრაგმატულ პოლიტიკას განაგრძობს

© photo by Alexander Imedashvili, NEWSGEORGIA
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
401

კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა რუსეთის მიმართ პრაგმატულ პოლიტიკას განაგრძობს, ბუნებრივია, იმ პირობით, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს, მის სუვერენულ გადაწყვეტილებებსა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველო რუსეთის მიმართ პრაგმატულ პოლიტიკას განაგრძობს, — განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 28 დეკემბერს პარლამენტში გამოსვლისას.  

 

„რუსეთთან დაკავშირებით განვაგრძობთ  პრაგმატულ პოლიტიკას, ბუნებრივია, იმ პირობით, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს, მის სუვერენულ გადაწყვეტილებებსა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს“, განაცხადა კვირიკაშვილმა ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ სხდომაზე. 

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა მაქსიმალურად ეფექტურად იმუშავებს, რათა "მთელი ის პოტენციალი, რომელიც არსებობს ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობებში, რეალიზებული იყოს".

მთავარი თემები