23:33 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოს პარლამენტი

ოპოზიცია საქართველოს ახალ მთავრობას მხარს არ დაუჭერს

© facebook.com/Margvelashvili.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
901

საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატები ახალი მთავრობის მხარდაჭერას არ აპირებენ, რადგან მან „ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა“.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საპარლამენტო ოპოზიცია არ აპირებს მხარი  დაუჭიროს  ახალ მთავრობას გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, —  განაცხადა დეპუტატმა ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ნინო გოგუაძემ.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ორშაბათს, 28 დეკემბერს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარუდგინა დასამტკიცებლად: თითქმის ყველა მინისტრმა შეინარჩუნა პოსტი, ახალი იქნება მხოლოდ ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი — ეს თანამდებობები თავად გიორგი კვირიკაშვილს ეკავა.

„ესაა მთავრობა, რომელმაც ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა. ესაა მთავრობა, რომელიც ფუნდამენტურ უფლებას — სიტყვის თავისუფლებას დაუპირისპირდა… ასე რომ, ბუნებრივია, „თავისუფალი დემოკრატები“ ახალი მთავრობის მხარდაჭერას არ აპირებენ“, — განუცხადა გოგუაძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა ოპოზიციამ არაერთხელ გააკრიტიკა, მათ შორის ეროვნული ვალუტის — ლარის კურსის ვარდნისა და ასევე ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის წილის მისი ყოფილი ფლობელისთვის, ქიბარ ხალვაშისთვის დაბრუნების გამო. ოპოზიციის აზრით, ტელეკომპანიის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური დაკვეთა და სიტყვის თავისუფლების დარღვევაა, რადგანაც ხელისუფლების წარმომადგენლები „რუსთავი2“-ს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუპორად მიიჩნევენ.

ირაკლი ღარიბაშვილის საქართველოს პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, პარასკევს, 25 დეკემბერს საპარლამენტო ურავლესობამ მთავრობას კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. კანდიდატურას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც დაუჭირა მხარი. პრემიერის პოსტის დასაკავებლად გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის ნდობა უნდა მიიღოს.

 

 

მთავარი თემები