23:45 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მთავრობის კანცელარია

დეპუტატი: კვირიკაშვილი მინისტრებს გაზაფხულზე შეცვლის

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
1401

გიორგი კვირიკაშვილმა ორშაბათს, 28 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა: მთავრობის შემადგენლობა თითქმის უცვლელია - გარდა ვიცე-სპიკერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობისა - ეს პოსტები გიორგი კვირიკაშვილს ეკავა.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს 2016 წლის გაზაფხულზე განახორციელებს, მიიჩნევ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე. 

გიორგი კვირიკაშვილმა ორშაბათს, 28 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა: მთავრობის შემადგენლობა თითქმის უცვლელია — გარდა ვიცე-სპიკერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობისა — ეს პოსტები გიორგი კვირიკაშვილს ეკავა. 

 „იმისათვის, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული, იგი (გიორგი კვირიკაშვილი — რედ.) გაზაფხულზე მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს. მთავრობა წარმატებით მუშაობს, მაგრამ სიახლეების შეტანა აუცილებელია“, — განაცხადა ტყემალაძემ ჟრუნალისტებთან საუბრისას ორშაბათს, 28 დეკემბერს.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ, პარასკევს, 25 დეკემბერს საპარლამენტო ურავლესობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარადგინა. დასახელებულ კანდიდატურას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც დაუჭირა მხარი. იმისათვის, რომ გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის პორტფელი ჩაიბაროს, მას პარლამენტმა ნდობის ვოტუმი უნდა გამოუცხადოს.

 

მთავარი თემები