საქართველოს პრემიერობის კანდიდატი პარლამენტს მთავრობის კაბინეტს წარუდგენს

© photo: courtesy of parliamentსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თითოეული კანდიდატის მოსმენა პარლამენტში 13:00 საათზე დაიწყება. თავდაპირველად კანდიდატებს კომიტეტის წევრები მოუსმენენ, შემდეგ პოლიტიკური გუნდები - ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა. საღამოს, 21:00 საათზე საპარლამენტო ბიურო დღის შედეგებს შეაჯამებს.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტს დასამტკიცებლად მთავრობის შემადგენლობას წარუდგენს: ყველა ყოფილ მინისტრს თანამდებობა შენარჩუნებული აქვს, ახალი მხოლოდ ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება — ეს თანამდებობები თავად კვირიკაშვილს ეკავა.

ოთხშაბათს, 23 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. პარასკევს საპარლამენტო ურავლესობამ მთავრობას კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. კანდიდატურას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც დაუჭირა მხარი.

ახალი მთავრობის წევრების კანდიდატების სია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზეა გამოაქვეყნებული. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, ხოლო ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე — ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი.

სამთავრობო კანცელარია - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილს პარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს

„27 დეკემბრის ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის გამოცხადებისთვის წარმოდგენილი  მთავრობის შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის განხილვის გრაფიკზე იმსჯელეს“, — აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

თითოეული კანდიდატის მოსმენა პარლამენტში 13:00 საათზე დაიწყება. თავდაპირველად კანდიდატებს კომიტეტის წევრები მოუსმენენ, შემდეგ  პოლიტიკური გუნდები — ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა. საღამოს, 21:00 საათზე საპარლამენტო ბიურო დღის შედეგებს შეაჯამებს. 

„მუშაობას უკვე ვიწყებთ. უნდა გაიმართოს კანდიდატების მოსმენები კომიტეტებში, პოლიტიკურ გუნდებში, ხოლო შემდეგ, პლენარულ სხდომაზე ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება“, — განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის განცხადებით, პლენარული სხდომა 29 დეკემბერს 12:00 საათზე გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0