17:23 25 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: საქართველო რუსეთთან დიალოგზე უნდა წავიდეს

© Sputnik/
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
1701

„მოსკოვში უნდა წასულიყვნენ, პირველ პირებს უნდა შეხვედროდნენ და ღია დიალოგი დაეწყოთ, რაც აქამდე არ მომხდარა“.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება უნდა შეეშვას დასავლეთისკენ სიფრთხილით ყურებას რუსეთთან მიმართებით და გათავისუფლდეს პრორუსულობის იარლიყის შიშისგან, განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლდერმა ნინო ბურჯანაძემ, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს გამართულ ყოველწლიურ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გააკეთა განცხადება. დღეისათვის რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, საქართველოს მოქალაქეებს კი რუსეთში სამოგზაუროდ ვიზები სჭირდებათ. 

„საქართველოს ხელისუფლება უნდა გათავისუფლდეს პრორუსულობის იარლიყის შიშისგან. ისინი პირდაპირ რუსეთთან მოლაპარაკებებზე წასვლას უფრთხიან. ვფიქრობ, რუსეთთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლება უნდა შეეშვას დასავლეთისკენ სიფრთხილით ყურებას და რუსეთთან სერიოზულ მოლაპარაკებებზე წავიდეს“, — განაცხადა ბურჯანაძემ ტელეკომპანია „როსია —24“-ის ეთერში.

მისი სიტყვებით, „ქართულმა ოცნებამ“ სამი წელი ტყუილუბრალოდ დაკარგა. ბურჯანაძის განმარტებით, პირველი, რაც ხელისუფლებას არჩევნების შემდეგ უნდა გაეკეთებინა — „მოსკოვში უნდა წასულიყვნენ, პირველ პირებს უნდა შეხვედროდნენ და ღია დიალოგი დაეწყოთ, რაც აქამდე არ მომხდარა“.

 „ვფიქრობ, ამ რეალური გარღვევის გარეშე არაფერი გამოვა“, — დასძინა ბურჯანაძემ.

2015 წლის განმავლობაში ბურჯანაძე რუსეთში არაერთხელ იმყოფებოდა და პოლიტიკოსებთან, მათ შორის დუმის სპიკერ სერგეი ნარიშკინთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრები გამართა.


მთავარი თემები