ექსპერტი: თბილისში რუსეთის სამეკავშირეო ოფისი ვერ გაიხსნება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „ქართული დასის“ ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, მომავალ წელს საქართველოში რუსეთის სამეკავშირეო ოფისი გაიხსნება და რუსულ–ქართული მუშა ჯგუფი საქმიანობას შეუდგება.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში შეუძლებელია რუსეთის სამეკავშირეო ოფისი ამოქმედდეს, განაცხადა სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ.

 „შეუძლებელია თბილისში რუსეთის რაიმე ოფიციალური სტრუქტურა გაიხსნას, რადგან ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს“ – განაცხადა სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ.

 პარტია „ქართული დასის“ ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, მომავალ წელს საქართველოში რუსეთის სამეკავშირეო ოფისი გაიხსნება და რუსულ–ქართული მუშა ჯგუფი საქმიანობას შეუდგება.

 ვახტანგ მაისაიას თქმით, სხვა საკითხია, თუ აქ საუბარია რაიმე სახის სამოქალაქო დიპლომატიაზე: „საქართველო–რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებებს შორის თანამშრომლობა არ ეწინააღმდეგება ქვეყნის სამართლებრივ პრინციპებს და ნორმებს, აქედან გამომდინარე აქ არანაირი დაბრკოლება არ იარსებებს“ – აღნიშნა სამხედრო ექსპერტმა.

ჯონდი ბაღათურია - Sputnik საქართველო
ბაღათურია: საქართველოში რუსეთის სამეკავშირეო ოფისი გაიხსნება

„ქართული დასის“ ლიდერი  ჯონდი ბაღათურია 8–11 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოში. 

 „გადავწყვიტეთ, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში ჯანსაღი ძალების კონნსოლიდაცია მოვახდინოთ. სწორედ ამ მიზნით გაიხსნება რუსეთის სამეკავშირეო ოფისი. საქართველოში წარმატებულად საქმიანობს ნატოს სამეკავშირეო ოფისი. ჩვენ ჯანსაღი დიალოგი და კონსულტაციები გვაქვს და მიგვაჩნია, რომ სანამ ხელისუფლება „დასავლური შიშებით“ არის დაკომპლექსებული, ინიციატივას გამოვიჩენთ“, — განაცხადა ბაღათურიამ. 

მისი თქმით, რუსეთის სამეკავშირეო ოფისი ითანამშრომლებს ქართულ–რუსულ მუშა ჯგუფთან, რომელიც ახალ წლამდე ჩამოყალიბდება. 

„რუს კოლეგებთან მოვილაპარაკეთ, რომ შეიქმნება ქართულ–რუსული მუშა ჯგუფი, რომელიც საქრათველოსა და რუსეთს შორის სამეკავშირეო ურთიერთობების აღდგენის პროექტზე დაიწყებს მუშაობას“, — აღნიშნა ბაღათურიამ.  


ყველა ახალი ამბავი
0