ნანა დევდარიანი “აშშ–მ სირიაში რუსეთის იზოლაცია ვერ მოახერხა“

© RIA Novostiჯონ კერი
ჯონ კერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის მოსკოვში ვიზიტის მთავარი თემა, რომლის ფარგლებშიც მან მოლაპარაკებები გამართა არა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, არამედ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთანაც, როგორც მოსალოდნელი იყო, სირიის კრიზისის დარეგულირებისა და ტერორიზმთან ბრძოლის კოორდინირებულობის საკითხები იყო.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. რუსეთმა სირიაში მიმდინარე საომარი მოქმედებებში აჩვენა, რომ შეუძლია გარკვეულ ამოცანებთან გამკლავება და ტერორიზმთან ბრძოლის იმ გამოცდილების გამოყენება, რომელიც მას აქვს, განაცხადა გლობალური კვლევევბის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა.

 „მოთამაშე რომელიც ეგონათ რომ ჩამოიცილეს მსოფლიო არენას, სირიაში გამოჩნდა და ახალი ძალით გააკეთა განაცხადი. ახლა ამ რეალობას დასავლეთმა და  ევროკავშირის ძირითადმა ქვეყნებმა ანგარიში უნდა გაუწიონ“, – აღნიშნა ნანა დევდარიანმა Sputnik-საქართველოსთან საუბრისას.

 მისი თქმით, რუსეთის იზოლაციისთვის სირიის კონფლიქტში აშშ–ს მხრიდან ყველა ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ რუსეთის ჩაბმამ ამ კონფლიქტში დაადასტურა,  რომ ეს ასე არ გამოდის,  ისევე როგორც სანქციებით ვერ მოხერხდა რუსეთის იზოლირება 

 „დღეს კი აშშ ისე წარმოაჩენს შექმნილ სურათს, თითქოს  თვითონ ამას  აპირებდა “– მიჩნია ნანა დევდარიანს.

ჯონ მაკეინი - Sputnik საქართველო
მაკკეინმა ჯონ კერი „რუსეთის ხელშეწყობისთვის“ გააკრიტიკა

 აშშ–ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის მოსკოვში ვიზიტის მთავარი თემა, რომლის ფარგლებშიც მან მოლაპარაკებები გამართა არა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, არამედ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთანაც, როგორც მოსალოდნელი იყო, სირიის კრიზისის დარეგულირებისა და ტერორიზმთან ბრძოლის კოორდინირებულობის საკითხები იყო. 

 როგორც კერი ამბობს, მან რუსეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ აშშ მზადაა ითანამშრომლოს რუსეთთან „ისლამური სახელმწიფოს“ (არაბულად „დაიში“) წინააღმდეგ საბრძოლველად. ამასთან, კერიმ მოულოდნელი განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ აშშ და პარტნიორები ამ დროისათვის არ ისწრაფვიან სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის შეცვლისკენ. არც უკრაინის თემა გამორჩენია, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისა და აშშ–ის მიერ დაწესებულ სანქციებთან და მინსკის შეთანხმებების შესრულების კონტექსტში. ამასთან, აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა არ ატარებს რუსეთის იზოლაციის პოლიტიკას.  

 

ყველა ახალი ამბავი
0