07:51 23 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები

გერმანიას საერთაშორისო კოალიციისთვის სირიაში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია

© Sputnik/ http://rusvesna.su/news/1445597534
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
901

ბუნდესტაგი დაეთანხმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ (არაბულად–დაიში) წინააღმდეგ საომარ ოპერაციებში ფრანგი პარტნიორების მხარდაჭერის შესახებ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. გერმანიის ჩართვა  „ისლამური სახელმწიფოს“  წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებებში ტერორიზმის საფრთხის სერიოზულობაზე მიანიშნებს, მიაჩნია პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს.

 „მეორე  მსოფლიო ომის შემდეგ გერფინანსური მანია თავს არიდებდა სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობას. მაგალითად  ავღანეთში გერმანია წარმოდგენილი იყო მეტად შეზღუდული კონტინგენტით, რომელიც შედარებით უსაფრთხო ზონაში იმყოფებოდა. გერმანია უფრო მეტად მონაწილეობდა პოსტ–კონფლიქტური რეაბილიტაციის პროცესში“–აღნიშნა ჩიტაძემ.

 პოლიტოლოგის თქმით,  გერმანიის ჩართვა სირიის კონფლიქტში კიდევ იმ მხრივ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს არის მსოფლიოში სიდიდით მეოთხეა ეკონომიკის ქვეყანა და მას შეუძლია ტერორიზმთან საბრძოლველად მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი გამოყოს.

 ბუნდესტაგი დაეთანხმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ (არაბულად–დაიში) წინააღმდეგ საომარ ოპერაციებში ფრანგი პარტნიორების მხარდაჭერის შესახებ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას. 

 სირიაში დაიშის წინააღმდეგ ანტიტერორისტული საომარი ოპერაციის მხარდასაჭერად ბუნდესვერმა მისია უკვე დაიწყო. თვითმფრინავი A –310  ჰაერში დაახლოებით 5 სთ–ის განმავლობაში იმყოფებოდა და საერთაშორისო კოალიციის თვითმფრინავების საწვავით შევსება ორჯერ მოახდინა.

 მისია, სავარაუდოდ, 2016 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება და მისი ბიუჯეტი დაახლოებით 134 მლნ ევრო იქნება, მანდატი 1,2 ათასი სამხედრო მოსამსახურის ჩართვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გერმანია  სირიაში Tornado-ს ტიპის მზვერავ თვითმფრინავებსა და ფრეგატს გააგზავნის.

 

მთავარი თემები