საყვარელიძე: „ევროკავშირის რეფორმირება აუცილებელია“

© facebook.com/Margvelashviliსავიზო რეჟიმის გამარტივება
სავიზო რეჟიმის გამარტივება - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტოლოგის აზრით, დღეს რეალურად არის იმის საფრთხე ,რომ ევროპული ერები თავიანთ ქვეყნებში უმცირესობაში აღმოჩნდნენ და თვითონ ევროკავშირმა თუ არ შეცვალა არაფერი, მერე თვითონ მოსახლეობა ათქმევინებს უარს თავის პოლიტიკოსებს ევროკავშირზე.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის მოსახლეობა მიგრანტებთან მიმართებაში უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებისკენ იხრება, მიაჩნია პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს.

"მიგრანტების მიღების საკითხი ძალიან მწვავე თემაა და არ ვიცი რამდენად სწორი პოზიციაა, პოლიტიკის თვალსაზრისით მიგრანტებისთვის ევროპის ქვეყნებს კარი ყოველთვის ღია რომ  უნდა ჰქონდეთ ტერიტოსტულმა აქტებმა დაგვანახა, რომ ამას შეიძლება საფრთხე მოჰყვეს,“–განაცხადა რამაზ საყვარელიძემ Sputnik-საქართველოსთან საუბარში.

 პოლიტოლოგის აზრით, ამ მხრივ აუცილებელია ზოგადი პოლიტიკის გადასინჯვა, რადგან დღეს რეალურად არის იმის საფრთხე,რომ ევროპული ერები თავიანთ ქვეყნებში უმცირესობაში აღმოჩნდნენ და თვითონ ევროკავშირმა თუ არ შეცვალა არაფერი, მერე თვითონ მოსახლეობა ათქმევინებს უარს თავის პოლიტიკოსებს ევროკავშირზე. 

ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი - Sputnik საქართველო
კომისია ევროსაბჭოს სთავაზობს გააუქმოს ვიზები საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოსათვის

 რაც შეეხება თვითონ ევროგაერთიანებას, საყვარელიძის თქმით, წევრი ქვეყნების პოზიციებში არსებული დისჰარმონია პრობლემების არსებობაზე მიუთითებს. ევროკავშირისთვის ყველაზე რთული კი დღეს  ერთიანი გადაწყვეტილების მიღებაა.

 „ინგლისის მოთხოვნა ევროკავშირის რეფორმირების აუცილებლობის თაობაზე სწორია და რაც უფრო მეტად იგრძნობენ ამის საჭიროებას ევროკავშირიში, მით უფრო მეტი პრობლემები იქნება გადაწყვეტილი“–აღნიშნა რამაზზ საყვარელიძემ.

 მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა გაიაზაროს თუ რაა შესაცვლელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირის წევრების არასოლიდალურობაზე და ევროკავშირის დაშლაზე საუბარი საქმეს ვერ უშველის.

ბრიუსელი - Sputnik საქართველო
ევროკომისარი: ვიზების გაუქმება ევროპაში სამუშაოს მაძიებლებს არ შეეხებათ

 ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცის განცხადებით, ევროკავშირის არსებობას საფრთხე ემუქრება, არავის შეუძლია დარწმუნებით თქვას, რომ ის 10 წლის შემდეგაც შეინარჩუნებს დღევანდელ სახეს,

 მისი თქმით, ევროკავშირის ცივილიზაციური პროექტისთვის აუცილებელია ბრძოლა, რადგან მისი ალტერნატივა ევროპას ნაციონალიზმის, საზღვრებისა და მიჯნების გაძლიერების საფრთხეს უქმნის. 

 ევროპარლამენტის თავმჯდომარის აზრით, „აბსურდულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულ რომელიმე ქვეყანას შეუძლია გაუმკლავდეს 21–ე საუკუნის ისეთ გლობალურ გამოწვევებს, როგორებიცაა მიგრაცია, ტერორიზმი, უკანონო ვაჭრობა, კლიმატის ცვლილება და საერთაშორისო დანაშაული. ეს ეხება როგორც დიდ, ისე პატარა სახელმწიფოებსაც“. 

 სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგი წევრი–ქვეყანა დღეს სუსტი ევროკავშირის ხილვითაა დაინტერესებული და მას ბოლო დროის უმთავრესი პრობლემების მოგვარების უუნარობაში ადანაშაულებს, — მიაჩნია შულცს. მაგალითის სახით მან ზოგიერთი სახელმწიფოს მხრივ საკუთარ ტერიტორიაზე მიგრანტების მიღების საკითხში არასოლიდარული დამოკიდებულება მოიყვანა, რის შედეგადაც ძირითადი ტვირთი სულ ხუთ სახელმწიფოს: საბერძნეთს, იტალიას, ავსტრიას, გერმანიასა და შვედეთს დააწვა. „ჩვენ რომ ერთი მილიონი ლტოლვილი 28 (ევროკავშირის წევრი) ქვეყნის 508 მილიონ მოქალაქეზე გადაგვენაწილებინა, ამ პრობლემას ნამდვილად გავუმკლავდებოდით“, — მიაჩნია მარტინ შულცს. 

ბრიუსელი - Sputnik საქართველო
ევროკომისიამ არ იცის რა რაოდენობით საქართველოს მოქალაქე ჩავა ევროკავშირში

 დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის, დევიდ კემერონის წინადადებებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკავშირის რეფორმირებას ეხება, მარტინ შულცმა განაცხადა, რომ ევროკავშირისთვისაც და თავად დიდი ბრიტანეთისთის უკეთესი იქნებოდა, თუ ის ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად დარჩება. 

„ბრიტანეთის პრემიერ დევიდ კემერონის ზოგი მოთხოვნა ძალზე რთულია (სარეალიზაციოდ) იმდენად, რამდენადაც ისინი საბაზისო თავისუფლებებს ეხება. კერძოდ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვა. და მაინც, მიმაჩნია, რომ ბრიტანეთის წინადადებები ევროკავშირის კიდევ უფრო დინამიურ პროექტად გადაქცევის თაობაზე, ძალზე მნიშვნელოვანია და შეიძლება ისეთ შეთანხმებამდეც მივიდეთ, რომელიც წარმატებას მოუტანს როგორც მთელ ევროკავშირს, ისე დიდ ბრიტანეთს“, — ხაზგასმით აღნიშნა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ. 

 


ყველა ახალი ამბავი
0