ექსპერტი ეჭვქვეშ აყენებს რუსეთთან გაწყვეტილი ურთიერთობების ფონზე ვიზების გაუქმებას

© Facebook / Gia Khukhashviliპოლიტოლოგი გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამასთან ხუხაშვილი თვლის, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ბევრ საქართველოს მოქალაქეს სჭირდება.

თბილისი, 17 დეკემბერი —Sputnik. რუსეთმა საქართველოს ევროკავშირთან მოსალოდნელი ვიზალიბერალიზაციის ფონზე საკუთარი ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა, მიაჩნია ექსპერტ გია ხუხაშვილს.

 „ეს არის საქართელოსთვის ევროკავშირის ალტერნატიული რეალობის შეთავაზება, თუმცა ეს საკმაოდ რბილი შეთავაზებაა, რადგან ქვეყანა ევროკავშირსა და რუსეთს შორის ვიზალიბერალიზაციის არჩევის საჭიროების წინაშე არ დგას. ჩემი აზრით, ეს უფრო სატყუარის გადაგდებას ჰგავს.“ – მიჩნია გია ხუხაშვილს.

მისი თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ბევრ საქართველოს მოქალაქეს სჭირდება.

„არ ვიცი ეს როგორ უნდა მოხდეს ორ ქვეყანას შორის გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების პირობებში, თუმცა ეს საკითხი ალბათ მოგვარებადია. ამავე დროს, რუსეთის ტერიტორიაზე ჩვენი ბევრი მოქალაქე ლეგალურად თუ არალეგალურად ცხოვრობს და ამ ფონზე რა თქმა უნდა ეს ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი იქნება“–აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინი: საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის მზად ვართ

რუსეთი მზადაა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს, 17 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.

 რუსეთმა სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის 2000 წლის დეკემბერში, თავის ტერიტორიაზე პანკისის ხეობიდან ტერორისტების  თავდასხმის საშიშროების გამო დააწესა. თუმცა, მოგვიანებით მოსკოვმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცედურის არსებითი ლიბერალიზაცია მოახდინა. საქართველომ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის 2012 წლის 29 თებერვალს გააუქმა.

 „რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ამაზე ვფიქრობთ. დიახ, ჩვენ მზად ვართ, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ“, – განაცხადა პუტინმა ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას.

 რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ რუსეთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს., მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საზიანოდ. 


ყველა ახალი ამბავი
0