06:10 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
თინათინ ხიდაშელი

თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა მოლაპარაკებები გამართეს

© facebook.com/mod.gov.ge.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
14 0 0

სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის აპრილში თბილისში შედგა. მომავალი შეხვედრა ბაქოში იგეგმება.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა ხუთშაბათს, 17 დეკემბერს სტამბულში, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრაზე ერთობლივი პროექტების და რეგიონში მშვიდობის განმტკიცების სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს.

„თუ გვსურს უსაფრთხო, სტაბილური, ენერგორესურსებით დივერსიფიცირებული ევროპა, ამისთვის საჭიროა მშვიდობიანი, სტაბილური და უსაფრთხო შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონი. ამ გზაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის მონდომება და შესაძლებლობები საკმარისი არ არის. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი არის ამ პროცესის აქტიური და მნიშვნელოვანი კომპონენტი",- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მონაწილეებს იმ პროგრამებსა და პროექტებში თანამშრომლობა შესთავაზა, რომლებიც საქართველოში ნატოს დახმარებით ხორციელდება.

„შეხვედრების ეს ფორმატი, რომელიც ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის დროს შეიქმნა, გამორჩეულია და, ფაქტობრივად, ანალოგი არ აქვს. მნიშვნელოვანია ამ ფორმატის როგორც პრაქტიკული მხარე, თავისი იმპლემენტაციის კომპონენტით  - იქნება ეს საჰაერო სივრცის მონიტორინგით თუ ერთობლივი წვრთნებით, ასევე, პოლიტიკური მხარდაჭერის ნაწილი",- აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის აპრილში თბილისში შედგა. მომავალი შეხვედრა ბაქოში იგეგმება. 

 

მთავარი თემები