16:32 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
თბილისი

საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაუქმება რუსეთის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული

© Sputnik/
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
2801

დეპუტატ ჟორჟოლიანის მოსაზრებით, საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ შეხედულებებზეა დამოკიდებული.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ შეხედულებებზეა დამოკიდებული, განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა. 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს, 17 დეკემბერს  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება მზადაა გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის და აღნიშნა საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდა. 

„ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთმა უნდა მიიღოს თავის პოლიტიკასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი მოხსნილია. მათ შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ საქართველოს ტერიტორიაზე“, — თქვა ჟორჟოლიანმა. 

საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საზიანოდ. 

 

 

თემაზე

თედო ჯაფარიძე: პუტინის განცხადება ვიზების გაუქმების თაობაზე პოზიტიური ნაბიჯია
საქართველოს პრემიერმა სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით პუტინის განცხადებას უპასუხა

მთავარი თემები