23:39 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ზურაბ აბაშიძე

აბაშიძემ კომენტარი გააკეთა პუტინის სიტყვებზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე

© Sputnik/
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
801

აბაშიძემ თქვა, რომ თბილისმა ყურადღება მიაქცია პუტინის გამონათქვამს ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხის არჩევანის შესახებ და მისი თქმით, ეს რა თქმა უნდა ანალიზს იმსახურებს.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ვერ ხედავდა რუსეთის დაინტერესებას პირდაპირი დიალოგის დაწყებაში თბილისსა და აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონთან (სამხრეთ ოსეთი), უთხრა Sputnik-ს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ხუთშაბათს, 17 დეკემბერს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის არჩევანშია, თქვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე. 

 „ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღება მივაქციეთ ამ კომენტარს. ის რა თქმა უნდა ანალიზს იმსახურებს. ჩვენ გვახსოვს, რომ მსგავსი კომენტარები ადრეც გაკეთდა, მაგრამ სამწუხაროდ ამის იქით საქმე არ წასულა, რადგან პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან არ გამოდიოდა და არა ჩვენი მიზეზით. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არ გვიგრძვნია რუსეთის მხარის დაინტერესება მსგავსი პირდაპირი დიალოგის დაწყებაში“, — თქვა აბაშიძემ. 

თუ ამ მიმართულებით მოსკოვის მხრიდან იქნება რაიმე ცვლილება, თბილისში ამას აუცილებლად შეამჩნევენ, დაასკვნა დიპლომატმა. 

რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ რუსეთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საზიანოდ. 

 


თემაზე

პუტინი: რუსეთი მზადაა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები გააუქმოს

მთავარი თემები