23:54 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: ევროკავშირის გადაწყვეტილება ისტორიული მოვლენა იქნება

© facebook.com/GaribashviliOfficial.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
1201

მთავრობის პრინციპული პოზიციაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს მსოფლიოს მასშტაბით გადაადგილების მაქსიმალური შესაძლებლობა ჰქონდეთ, აცხადებს პრემიერ–მინისტრი.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის თაობაზე ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იქნება, — ნათქვამია საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც ხუთშაბათს, 17 დეკემბერს გავრცელდა. 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ევროკომისია საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ საბოლოო დასკვნას პარასკევს, 18 დეკემბერს გამოაქვეყნებს. 

„უახლოეს დღეებში ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რაც  ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იქნება. ზოგადად, ჩვენი მთავრობის პრინციპული პოზიციაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ მსოფლიოში თავისუფალი გადაადგილების მაქსიმალური საშუალება“, — ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში. 

შეგახსენებთ: მანამდე ცნობილი იყო, რომ აღნიშნული დასკვნა 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ ანგარიშის პრეზენტაცია გადაიდო. საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ დასკვნის გამოქვეყნება ტექნიკური მიზეზებით გადავადდა, რომლებიც საქართველოს არ უკავშირდებოდა. 


მთავარი თემები