23:45 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ევროკავშირის დროშა

ევროკომისია ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციაზე დასკვნას პარასკევს გამოაქვეყნებს

Public Domain
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
801

დასკვნის გამოქვეყნების პარალელურად ევროკავშირის ელჩი საქართველოში იან ჰერმანი პრესკონფერენციას გამართავს.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ევროკომისია საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიშს  პარასკევს, 18 დეკემბერს გამოაქვეყნებს, — ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მანამდე ცნობილი იყო, რომ აღნიშნული დასკვნა 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ ანგარიშის პრეზენტაცია გადაიდო. საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ დასკვნის გამოქვეყნება ტექნიკური მიზეზებით გადავადდა, რომლებიც საქართველოს არ უკავშირდებოდა. 

დასკვნის გამოქვეყნების პარალელურად ევროკავშირის ელჩი საქართველოში იან ჰერმანი პრესკონფერენციას გამართავს. 

მთავარი თემები