23:48 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: საქართველო მზადაა რუსეთის მიმართ პრაგმატული პოლიტიკა განაგრძოს

© facebook.com/GaribashviliOfficial.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
1401

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ და რუსეთმა გარკვეული ნაბიჯები გადადგეს ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.

თბილისის, 17 დეკემბერი — Sputnik. საქრათველოს ხელისუფლება მზადაა განაგრძოს პრაგმატული პოლიტიკა რუსეთის მიმართ და საპასუხოდ ანალოგიურ ნაბიჯებს მოელის, — ნათქვამია  პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციის მიერ ხუთშაბათს, 17 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 17 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობა მზადაა, გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და იქვე ხაზი გაუსვა საქართველოსთან სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებში თანამშრომლობის ზრდას. 

„მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრინციპული ხასიათის უთანხმოებებისა, მათ შორის 2008 წლის ომის გამომწვევ მიზეზებთან და მის შედეგებთან დაკავშირებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით ვაჭრობის, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში გარკვეული ნაბიჯები გადაგვედგა. მზად ვართ გავაგრძელოთ არჩეული პრაგმატული კურსი რუსეთთან მიმართებაში და რუსეთის მხრიდანაც ველით ანალოგიურ მიდგომას“, — ნათქვამია პრემიერ–მინისტრის განცხადებაში

მთავარი თემები