რუსი დეპუტატი: საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შესაძლოა მალე გაუქმდეს

© photo: Sputnik / Владимир Федоренко / გადასვლა მედიაბანკშიმიხაილ ემელიანოვი
მიხაილ ემელიანოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე შესაძლოა ძალიან მალე იქნას მიღებული. ამის რეალიზაცია შეიძლება დამუხრუჭდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ვითარება მკვეთრად შეიცვლება, ან თუ თბილისი მოსკოვის მიმართ არამეგობრულ ნაბიჯებს გადადგამს, მიაჩნია ფრაქცია „სპრავედლივაია რასიას“ თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, დეპუტატ მიხაილ ემელიანოვს, — წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

თედო ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
თედო ჯაფარიძე: პუტინის განცხადება ვიზების გაუქმების თაობაზე პოზიტიური ნაბიჯია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან. 

„თუ პუტინმა თქვა, მაშინ ეს შეიძლება ძალიან მალე მოხდეს. ამას არანაირი სპეციალური კანონისა და გადაწყვეტილების მიღება არ სჭირდება. ერთადერთი, რის გამოც მას შეიძლება წინააღმდეგობა შეექმნას, ეს საერთაშორისო ვითარების სწრაფი შეცვლაა. თუ რუსეთის ურთიერთობები დასავლეთთან გამწვავდება, მაშინ დასავლეთის მხრივ ნებისმიერ დემარშს შეუძლია საქართველოს რუსეთის მიმართ არამეგობრული ნაბიჯები გადაადგმევინოს“, — განუცხადა ემელიანოვმა ჟურნალისტებს. 

მისი თქმით, რაც მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან წავიდა, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებში მცირე პოზიტიური ძვრები შეინიშნება. თბილისის პოზიცია, მართალია, პრორუსული არაა — ის დასავლურ პრიორიტეტებს ინარჩუნებს — მაგრამ ისეთი აგრესიულიც აღარ არის, როგორიც ადრე იყო, — აღნიშნა პარლამენტარმა. 

„ამიტომ, თუკი არსებობს ურთიერთობების გაუმჯობესების საშუალება, მაშ, რატომ არ უნდა გავაუმჯობესოთ, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ძირითად მასაში ქართველები — ეს ანტირუსულად განწყობილი ხალხი არ გახლავთ“, — თქვა მან. 


ყველა ახალი ამბავი
0