თბილისის მერმა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან უწყების რეფორმებზე ისაუბრა

© facebook.com/narmania.davidდავით ნარმანია
დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის მეტ სიახლოვეზე და არჩეული თანამდებობის პირების მაღალ ლეგიტიმაციაზე.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერი დავით ნარმანია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდა, იუწყება მერიის პრესსამსახური ხუთშაბათს, 17 დეკემბერს. 

შეხვედრაზე ნარმანიამ 2012 წელს განხორციელებულ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე ისაუბრა. მერის განცხადებით, საზოგადოების ჩართულობის კუთხით, კანონმდებლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები გაჩნდა. დავით ნარმანიამ ამის მაგალითად დედაქალაქის ბიუჯეტის დაგემვაში მოქალაქეების ჩართულობა მოიყვანა.

„ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესი აქტიურად უჭერს მხარს ჩვენს ქვეყანაში თვითმმართველობების განვითარებას. ისინი დაინტერესდნენ თუ როგორი მდგომარეობაა ამ მიმართულებით თბილისში. ვისაუბრეთ ბოლო პერიოდში გატარებულ რეფორმებზე, იმაზე, თუ როგორ მიდის ფისკალური დეცენტრალიზაციის პროცესი, როგორ ვითარდება მუნიციპალიტეტი ინოვაციური მმართველობის თვალსაზრისით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეხვედრაზე თბილისის მერმა ყურადღება რეფორმის ორ მნიშვნელოვან ასპექტზე გაამახვილა. მისი განცხადებით, პირველია ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის მეტი სიახლოვე და მეორე – არჩეული თანამდებობის პირების მაღალი ლეგიტიმაცია.


ყველა ახალი ამბავი
0