საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ალბანეთში შეხვედრები გამართა

© facebook.com/mod.gov.geთინა ხიდაშელი და ალბანეთის პრემიერი ნიკო პელეში
თინა ხიდაშელი და ალბანეთის პრემიერი ნიკო პელეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალბანეთის ვიცე–პრემიერმა ნიკო პელეშის განცხადებით, საქართველო და ალბანეთი ევროპული ოჯახის წევრები უნდა გახდნენ.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველო და ალბანეთი ევროპული ოჯახის წევრები უნდა გახდნენ, განაცხადა ალბანეთის ვიცე–პრემიერმა ნიკო ფელეშიმ (Niko Peleshi) საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან გამართული ორმხრივი მოლაპარაკებების მსვლელობისას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოთხშაბათს, 16 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ტირანას ეწვია. ხიდაშელმა ალბანეთის თავდაცვის მინისტრ მიმი კოდელთან გუშინვე გამართა შეხვედრა, რომელზეც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველოსა და ალბანეთის თავდაცვის სამინისტროებმა მემორანდუმი გააფორმეს

„ჩვენ საბოლოო დანიშნულების ადგილი ერთი გვაქვს — საქართველო და ალბანეთი „ევროპული ოჯახის“ წევრები უნდა გახდნენ“, – განაცხადა ალბანეთის ვიცე–პრემიერმა. 

ხიდაშელის ვიზიტის ფარგლებში ასევე გაკეთდა განცხადება ალბანეთის პარლამენტში „საქართველოს მეგობართა ჯგუფის“ შექმნის შესახებ. 

ალბანეთის ხელისუფლებამ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვის მხარდაჭერა გამოხატა. 


ყველა ახალი ამბავი
0