06:10 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პანკისის ხეობაში ISIS–ის ბოევიკები არ აღმოუჩენია

პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
5101

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს პანკისის ხეობაში „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები იყრიან თავს.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს პანკისის ხეობაში „ისლამური სახელმწიფოს“ (არაბულად „დაიში“) ბოევიკები აღმოაჩინეს, არ შეესაბამება სიმართლეს, — განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ. 

დავით სანაკოევმა ინციდენტების აღმოფხვრისა და მათზე რეაგირების ფორმატში გამართულ შეხვედრაზე 16 დეკემბერს განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების კონცენტრაცია ხდება, რომლებიც ახალი  წლისა თუ შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პროვოკაციებს ამზადებენ.  

„აღნიშნული ინფორმაცია, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არ შეესაბამება სინამდვილეს“, — განუცხადა ბერაიამ ჟურნალისტებს. 

მთავარი თემები