06:38 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი: ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც დეცენტრალიზაციის გზით წასვლა გაბედა

© facebook.com/GaribashviliOfficial.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
35 0 0

საქართველოში გატარებული რეფორმების შედეგად ადგილობრივ თვითმმართველობებს პროექტების დამოუკიდებლად განხორციელების ბერკეტები აქვთ, ეს კი დემოკრატიის დამკვიდრებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც გაბედა შეეცვალა სისტემა და წასულიყო დეცენტრალიზაციის გზით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე „ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015“, იუწყება შაბათს, 12 დეკემბერს საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.
 კონფერენციაზე საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე მსჯელობენ, ასევე დააჯილდოებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეულ საუკეთესო პრაქტიკის მქონე ათ თვითმმართველ ორგანოს. 
 პრემიერ მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში გატარებული რეფორმების შედეგად ადგილობრივ თვითმმართველობებს პროექტების დამოუკიდებლად განხორციელების ბერკეტები აქვთ, ეს კი დემოკრატიის დამკვიდრებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

 „სულ რაღაც 2-3 წლის წინ საქართველოში იყო ცენტრალიზებული სისტემა და ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც გაბედა და შეცვალა არსებული ცენტრალიზებული სისტემა. ამის შედეგი არის ის, რომ ჩვენ გასულ წელს ჩავატარეთ უპრეცედენტო ადგილობრივი არჩევნები პირდაპირი არჩევის გზით. ჩვენ დავსახეთ საკმაოდ ამბიციური გეგმა, 50%-იანი ბარიერი იყო მართლაც უპრეცედენტო, რომელიც კანდიდატს უნდა გადაელახა, რომ ყოფილიყო მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული მერი თუ გამგებელი. მე ვიზიარებ იმ სიხარულს და სიამაყეს, რომელიც ამ რეფორმის განხორციელების შედეგად ჩვენმა ქვეყანამ მიიღო," — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობამ რამდენიმე თვის წინ რეგიონების სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართული პროექტი „ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის“ დაიწყო, რომლის მთავარი მიზანი  „რეგიონების ეკონომიკური აღმავლობა, ქალაქების გამოცოცხლება, საწარმოების ამუშავება, ჩვენი მოქალაქეების დასაქმება და მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა“.

 ამასთან, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას ამა თუ იმ რეგიონისა და რაიონის განვითარების დეტალური გეგმა და ხედვა გააჩნია.

 პრემიერ-მინისტრის თქმით, რეგიონების გაძლიერებას ასევე უწყობს ხელს გასულ წელს დაწყებული პროგრამა "აწარმოე საქართველოში".
"ამ პროგრამის დაწყების მთავარი მიზანი მოქალაქეების დასაქმება იყო, დახურული საწარმოების ამოქმედება და რეგიონებში ეკონომიკის გამოცოცხლება. 130-მდე საწარმო ჯამში 350 მლნ ლარის ინვესტიციით დაფინანსდა და დღეისთვის 6700 ადამიანია დასაქმებული. ასეთი პროგრამები რეგიონებში ეკონომიკის განვითარებას წაახალისებს", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


 პრემიერმა აღნიშნა, რომ პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა რეგიონებში მცხოვრებთა ადგილზე დამაგრება და მათი დასაქმება, აღნიშნულია პრესცენტრის განცხადებაში.
 კონფერენცია „ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015“ წელს პირველად ჩატარდა და ქართულ მედიასაშუალებების ინფორმაციით, ის ყოველწლიურად გაიმართება.

  კონფერენცია დღეს „ქორთიარდ მარიოტში“ გაიხსნა. მას ესწრებოდნენ მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, გუბერნატორები, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების გამგებლები და მერები. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა,რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გამოკვეთილი ლიდერია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის გატარებაში.

მთავარი თემები