საქართველოს მოქალაქეები დილომატიური პასპორტით სერბეთში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ

© photo: Sputnik / Максим Богодвид / გადასვლა მედიაბანკშიბელგრადი
ბელგრადი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერბეთის პარლამენტმა პარასკევს, 4 დეკემბერს გამართულ სხდომაზე შეთანხმების რატიფიცირება 148 ხმით არცერთის წინააღმდეგ მოახდინა.

თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები სერბეთის რესპუბლიკაში ვიზის გარეშე შეძლებენ შესვლას, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

2015 წლის 2 ივნისს სერბეთის პირველი ვიცე პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის ივიცა დაჩიჩის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღებისგან გათავისუფლების შესახებ‘‘ შეთანხმებას.

ქართულმა მხარემ ზემოაღნიშნულ შეთანხმებაზე საქართველოს მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ  სერბულ მხარეს აცნობა.  

სერბეთის პარლამენტმა პარასკევს, 4 დეკემბერს გამართულ სხდომაზე შეთანხმების რატიფიცირება 148 ხმით არცერთის წინააღმდეგ მოახდინა. 

საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში  საქართველოს ელჩის იოსებ ნანობაშვილის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით სერბეთმა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

საქართველომ და ევროკავშირმა 2014 წელს მოაწერეს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმება. ამჟამად ევროკავშირის ქვეყნებში დოკუმენტის რატიფიკაცია მიმდინარეობს.

 



ყველა ახალი ამბავი
0