ტრიუდო: აშშ განაგრძობს საქართველოს დახმარებას ნატოში გასაწევრიანებლად

© Public Domainნატო
ნატო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელიზაბეთ ტრიუდოს თქმით, საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს მის ოპერაციებში.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. აშშ კვლავაც ყველანაირად დაეხმარება საქართველოს, რათა ის ნატოში გაწევრიანდეს, — განაცხადა ბრიფინგზე აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელიზაბეთ ტრიუდომ.

„საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს მის ოპერაციებში… აშშ ნატოში „ღია კარის“ პოლიტიკის ერთგული რჩება. ჩვენ კვლავაც ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის თვალსაზრისით, მათ შორის, ნატოში. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო ნატოსთან ურთიერთობებში ფლობს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომლებიც საბოლოოდ მოამზადებენ მის გაწევრიანებას“, — განაცხადა ტრიუდომ ბრიფინგზე. 


ყველა ახალი ამბავი
0