კუკავა: რუსეთი საქართველოს აფხაზებთან და ოსებთან კომპრომისის მოძებნაში დაეხმარება

© photo: Sputnikკახა კუკავა
კახა კუკავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკა — ეს არა მხოლოდ ვაშინგტონისა და ანკარის გავლენის, არამედ, პირველ რიგში, მოსკოვის მიერ 90–იანი წლების დასაწყისში დაშვებული შეცდომების შედეგია, მიიჩნევს კუკავა.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ერთიანი კონფედერაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რუსეთი საქართველოს აფხაზებთან და ოსებთან კომპრომისის მოძებნაში დაეხმარება, მიიჩნევს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა.

„საქართველოს რუსეთთან მიმართებით ერთი სტრატეგიული ინტერესი აქვს —აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნება… აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად მხოლოდ რუსეთმა აღიარა. დამოუკიდებელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი რუსეთის სტრატეგიული ან გეოპოლიტიკური ინტერესი არასდროს ყოფილა. მოსკოვისთვის საბოლოო მიზანი მთლიანად კავკასიაზე ზეგავლენაა და არა მის ცალკეულ, კონკრეტულ ტერიტორიებზე“, — განაცხადა კუკავამ ხუთშაბათს, 12 ნოემბერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე.

ეს ორი ოლქი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე ზეწოლის ინსტრუმენტები იყო. მაგრამ ამჟამად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რუსეთის მოწინააღმდეგეთათავის გახდა ინსტრუმენტი, და სწორედ ამ მიზეზით შეუერთდა საქართველოს რუსეთის მოწინააღმდეგეებს, 

სოხუმი - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება მზადაა აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი შესთავაზოს

აღნიშნა კუკავამ.

 „რუსეთი, ერთიანი კონფედერაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, საქართველოს აფხაზებთან და ოსებთან კომპრომისის მოძებნაში დაეხმარება. რა უშლის ხელს ამ კომპრომისის მიღწევას დღეს? ქართული მხრიდან — უნდობლობა. ქართველებს არ სჯერათ, რომ რუსეთის თეორიულად შეძლებს უარი თქვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსული მხრიდან — საქართველოში არსებული ვითარების არასწორი შეფასება“, — განაცხადა კუკავამ. 

საქართველოს ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკა — ეს არა მხოლოდ ვაშინგტონისა და ანკარის გავლენის, არამედ, პირველ რიგში, მოსკოვის მიერ 90–იანი წლების დასაწყისში დაშვებული შეცდომების შედეგია, მიიჩნევს კუკავა.

 „საქართველოს ინტერესები რუსეთის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. ნატოს, სინამდვილეში, საქართველოს საზღვრების დაცვა არ შეუძლია და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა 2008 წელს. რეალურად, საქართველოსთვის ნატოს წევრობა არა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, არამედ აშშ–ისა და თურქეთის ინფრასტრუქტურული ქვედანაყოფების დამატებად გადაქცევას ნიშნავს“, —განაცხადა კუკავამ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0