15:02 20 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
რუსთავი 2-ის შენობა

იურისტი: რუსთავი 2-ის საქმე საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია

http://alva.ge
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
2311

წამყვანი ტელეკომპანიის გარშემო სასამართლო დავამ ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დაკვეთასა და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებენ.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „ რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის დაკმაყოფილება მნიშვნელოვანი არა მხოლოდ სასამართლო განხილვაში მონაწილე მხარეებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც იქნება, მიაჩნია იურისტ ლევან ალაფიშვილს.

 „იმის გამო რომ ჯერ დასაბუთება არ გვინახავს და არც ზემდგომ ინსტანციებს უმსჯელიათ, სასამართლოს გადაწყვეტილებას შინაარსობრივად ვერ შევაფასებ, მაგრამ აღვნიშნავ რომ ეს პროცესი მნიშვნელობით არა მხოლოდ მხარეებზე მოახდენს გავლენას, არამედ საზოგადოებისთვისაც იქნება მნიშვნელოვანი საკუთრების უფლების კუთხით, სამართლიანობის აღდგენის კუთხით, სასამართლო პრაქტიკისა და პრეცედენტული სამართლის დამკვიდრების კუთხით.“ – აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.

 თბილისის საქალაქო სასამართლომ თამაზ ურთმელიძის თავმჯდომარეობით, სამშაბათს, 3 ნოემბერს 2005 წლის დეკემბერსა და 2006 წლის ნოემბერში ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გასხვისების ხელშეკრულებების ანულირება მოახდინა.

 სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის  60% ქიბარ ხალვაშს გადაეცემა, ხოლო დანარჩენი 40% — მის კომპანიას შპს „პანორამას“. 

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ვერ აღსრულდებადა „რუსთავი2“ —ის იურისტებს საშუალება ექნებათ გაასაჩივრონ პირველი ინსტანციის სასამართლოში. 

 წამყვანი ტელეკომპანიის გარშემო სასამართლო დავამ ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დაკვეთასა და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებენ.

თემაზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“ მის ყოფილ მფლობელს დაუბრუნა.
ნიკა გვარამიამ დიპკორპუსს ტელეკომპანიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
იან კელი: "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს
სააკაშვილი: "რუსთავი 2"-სთვის ბრძოლა კვლავ გრძელდება

მთავარი თემები