07:40 23 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
გიორგი მარგველაშვილი და ევროპარლამენტარები

გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

© facebook.com/Margvelashvili.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
1 0 0

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესის, მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებისა და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრეს.

თბილისი, 3 მოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამშაბათს, 3 ნოემბერს.

ვროპარლამენტის დელეგაცია, ბრიტანეთიდან ევროპარლამენტის წევრის, საჯად ქარიმის (Sajjad Karim) ხელმძღვანელობით, თბილისში ორშაბათს, 2 ნოემბერს ჩამოვიდა  და საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის პირველ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესის, მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებისა და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი  ვითარების შესახებ ისაუბრეს.

როგორც  საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა,  ასოცირების კომიტეტი ახალი ორგანოა, რომელიც ასოცირების შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა და რომლის მიზანიც ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე დემოკრატიული ზედამხედველობის განხორციელებაა.

ევროპარლამენტის დეპუტატებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მიადგილე გიგი გეგიაძესთან და სახალხო დამცველ უჩა მამუაშვილთან. 

ევროკავშირმა და საქართველომ 2014 წლის ივლისში მოაწერეს ხელი ასოცირების შეთანხმებას. ახლა დოკუმენტი ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს მხრიდან რატიფიკაციის პროცესს გადის. 


მთავარი თემები