17:14 25 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მიხეილ სააკაშვილი

პრეზიდენტს სააკაშვილისთვის მოქალაქეობის გაუქმების მოთხოვნით დოკუმენტი არ მიუღია

© Ruptly.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
2 0 0

როდესაც იუსტიციის სამინისტრო ქვეყნის მეთაურს მიმართავს, პრეზიდენტი მიიღებს იმავე გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც მიიღება ანალოგიურ შემთხვევებში სხვა მოქალაქეების მიმართ, ანუ შეუწყვეტს სააკაშვილს მოქალაქეობას, აცხადებს კვერენჩხილაძე.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისათვის ამ დრომდე არ მოუმართავს, განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ სამშაბათს, 3 ნოემბერს. 

მანამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ უწყება ექსპრეზიდენტ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურას იწყებს. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად ჩამოერთმევა, მაგრამ ამისთვის მაინც პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა საჭირო.

"საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეობის შესახებ დაუშვებლად მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქე იმავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქე იყოს. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ერთ-ერთი საფუძველია შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს. პრეზიდენტი ყოველთვიურად ასეულობით დასკვნას ღებულობს ამგვარი საფუძვლით პირისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე. ჯერჯერობით, დღევანდელი მდგომარეობით, იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სამსახურის არ მოუმართავს პრეზიდენტისთვის ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით“, —განაცხადა კვერენჩხილაძემ.

მისი აზრით, „როდესაც იუსტიციის სამინისტრო ქვეყნის მეთაურს მიმართავს, პრეზიდენტი მიიღებს იმავე გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც მიიღება ანალოგიურ შემთხვევებში სხვა მოქალაქეების მიმართ, ანუ შეუწყვეტს სააკაშვილს მოქალაქეობას".

სააკაშვილმა საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც 2013 წლის ნოემბერში ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მას დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში. მოგვიანებით სააკაშვილი ძებნილად გამოცხადდა. 

 

 

 

 

მთავარი თემები