14:54 20 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ირაკლი ღარიბაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი

საქართველოს პრემიერმა ესტონეთის პრეზიდენტთან ევროინტეგრაციის საკითხი განიხილა

© facebook.com/GaribashviliOfficial.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
2 0 0

შეხვედრისას, რომელიც ესტპნეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები,არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ევრპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა ჰენდრიკ ილვესმა (Toomas Hendrik Ilves)  ნათქვამია საქართველოს,თავრობის მეთაურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სამშაბათს, 3 ნოემბერს. 

შეხვედრისას, რომელიც ესტპნეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები,არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, რომელიც არის ჩემი ძველი მეგობარი. ჩვენი საუბრის ძირითადი თემა ეხებოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. მე ჩემი მხრივ მივაწოდე ინფორმაცია ესტონეთში მიმდინარე პროცესებზე,"-განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაფართოებული ფორმატში მოლაპარაკებები გაიმართა, რომელზეც ყურადღება გამახვილდა 2016 წელს დაგეგმილი ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესზე და გამოითქვა იმედი, რომ სამიტზე ადეკვატურად აისახება საქართველოს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე გამართა შეხვედრები ესტომეთის პრემიერ-მინისტრ ტაავი რივასთან (Taavi Roivas)  და პარლამენტის სპიკერ ეიკი ნესტორთან (Eiki Nestor). 

 

 

მთავარი თემები