რა საფრთხეების მატარებელია საქართველოში მოქმედი ,,ლუგარის ლაბორატორია"?!

© facebook.com/GaribashviliOfficialფიტოსანიტარული ლაბორატორია
ფიტოსანიტარული ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში რუსი ჟურნალსიტების მედია-ტური ჩატარდა და მათ საშუალება ჰქონდათ, დეტალურად შეესწავლათ არის თუ არა ამ ლაბორატორიაში ქიმიური იარაღის შექმნის შესაძლებლობა, როგორც ამას რუსეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობა ეჭვობს.

 ნინო ცხოიძე

  ცოტა ხნის წინ რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ გამოთქმულ შეშფოთებას საქართველოში მოქმედი,,ლუგარის ლაბორატორიის" საქმიანობასთან დაკავშირებით, გლობალური კვლევების ცენტრი გამოეხმაურა. მოწვეულ იქნა კონფერენცია, რომელშიც ბიოლოგების, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელებისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები მონაწილეობდნენ. 

ამ რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ თბილისის გარეუბანში ”რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის” აბრის მიღმა ბიოიზოლაციის უმაღლესი დონის ლაბორატორია იმალება, რომელიც განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებს სწავლობს.

 ”ამერიკისა და საქართველოს ხელისუფლებები აშშ-ის არმიის ამ სამხედრო ქვედანაყოფის ჭეშმარიტი საქმიანობის შინაარსისა და მიმართულებების დასამალავად ძალისხმევას არ იშურებენ, რომელიც განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებს იკვლევს. პენტაგონი ცდილობს, ასეთივე შენიღბული სამხედრო მედიკო-ბიოლოგიური ობიექტები დსთ-ის სივრცეში სხვა სახელმწიფოებშიც განათავსოს”, — მიაჩნიათ მოსკოვში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
რუსეთი შეშფოთებულია აშშ-ის მედიკო-ბიოლოგიური ლაბორატორიების საზღვრებთან განთავსებით

  როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა დევდარიანმა აღნიშნა, ამ ლაბორატორიის შესახებ საზოგადოებაში ნაკლები ინფორმაცია არსებობს, რაც ეჭვების საგანი ხდება. თუმცა, მისივე თქმით, არც ისე დიდი ხნის წინ, საქართველოში რუსი ჟურნალსიტების მედია-ტური ჩატარდა და მათ საშუალება ჰქონდათ, დეტალურად შეესწავლათ არის თუ არა ამ ლაბორატორიაში ქიმიური იარაღის შექმნის შესაძლებლობა, როგორც ამას რუსეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობა ეჭვობს. 

 ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა — დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ განმარტა, მსგავსი ლაბორატორიები, სხვადასხვა ინფექციურ დაავადებათა შტამების დასაკვირვებლად საქართველოში ჯერ კიდევ 1937 წლიდან არსებობს. თბილისში, ტაბახმელაში მოსახლეობასთან ახლოს მდებარეობდა: შავი ჭირის სადგური, დაავადებათა ცენტრი, ბაქტერიოფაგი და კომბინატიც კი. დღეს არსებული,,ლუგარის ლაბორატორია"ალექსეევკის აეროპორტთან ახლოსაა, მაგრამ მოსახლეობისაგან მოშორებით. მისი თქმით, აქ ქიმიური იარაღის შექმნა გამორიცხულია. ამდენად, საგანგაშო არაფერია და დაავადებათა გავრცელების საფრთხეც ნაკლებია. თუმცა აუცილებელია, რომ  საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს, რათა მსგავსი კითხვები არ გაჩნდეს.             

 სიტუაციაში უკეთ გასარკვევად, ქალბატონ ნინო ჩხობაძეს ექსკლუზიური ინტურვიუ ვთხოვეთ, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ. მანამ კი კონფერენციაზე გამართულ დისკუსიას დავუბრუნდები.

 ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ საკითხი თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით განიხილა და რადიოლოგიის სფეროში თავისი გამოცდილება მოიშველია. მისი თქმით, პატრუშევის განცხადებაში ტერმინოლოგიური უზუსტობა შენიშნა. ამ ლაბორატორიაში ვაქცინების დამზადება და კვლევა მხოლოდ ბიოლოგიური ნივთიერებებით ხდება, რაც ქიმიურ იარაღთან წვდომას გამორიცხავს. მაისაიამ ისიც აღნიშნა, რომ ამერიკაში არსებული, ამ ტიპის, მაგრამ უფრო მაღალი დონის ლაბორატორია, ორმხრივ დატვირთვას იძენს და სამოქალაქო თავდაცვასთანაცაა დაკავშირებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნული ლაბორატორიის შექმნა ამერიკელებმა დაავადებათა ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 2002 წელს შესთავაზეს. იქედან მოყოლებული, ამ ურთიერთობით ქვეყანამ დაავადებათა კონტროლისა და ინფექციების დაძლევის საქმეში დიდი წინსვლა განიცადა. 

 ამირან გამყრელიძე:,,ქვეყანაში წელიწადში 1 ახალი ინფექცია მაინც ჩნდება. ჯერ იყო შიდსი, მერე პანდემიური გრიპი, ფრინველის გრიპი, ებოლა და სხვა. არც ერთ ქვეყანას დამოუკიდებლად ამ დაავადებათა დაძლევა არ შეუძლია. ამერიკის პრეზიდენტმაც კი აღნიშნა, რომ მსოფლიომ ებოლაზე რეაქცია დააგვიანა. მისი დაძლევა კი ერთობლივი ძალებით მოხდა. რაც შეეხება საქართველოში არსებულ ლაბორატორიას, ეს ბიოსამედიცინო მეცნიერების განვითრების თვალსაზრისით, სიმდიდრეა. უცხოურ ლაბორატორიებში არაერთი ქართველი მეცნიერი წარმატებით მოღვაწეობს. ჩვენი მიზანია, მათი  საქართველოში დაბრუნება, რაც ნაწილობრივ ხორციელდება კიდეც". —განაცხადა ბატონმა ამირანმა და რამდენიმე ასეთი მეცნიერის გვარიც დაასახელა. კონფერენციაზე აგრეთვე ისიც ითქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს,,ლუგარის ლაბორატორია" თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მხოლოდ 2011 წელს მოხვდა და ისიც ფიქტიურად. 

 სხდომას ესწრებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით თევზაძე, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მისთვის ჩვეული ძალზე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა, რაც ინფორმაციის გასაიდუმლოების მხარდაჭერას გულისხმობდა. რეპლიკებში ისიც გაისმა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ამერიკელი სენატორის სახელი ამერიკელების დახმარებით გახსნილ ლაბორატორიას რუსების გასაღიზიანებლად, სპეციალურად დაარქვა. 

 "გაერთიანებული დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ ისიც გაიხსენა, რომ 2008 წლის ნოემბერში, როცა ამერიკელი სენატორი ლუგარი რესპუბლიკური პარტიიდან პარტნიორ სენატორებთან ერთად ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა,  ,,საქართველოსათვის ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების გადაცემის შესახებ" ხელშეკრულებას განიხილავდა.      

 " როგორც გაირკვა, ეს მხოლოდ,,პიარი" იყო რესპუბლიკური პარტიისთვის  და მას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. თუმცა  გაფორმდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც ფორმალურად დღესაც მოქმედებს.  ერთადერთი, რაც პრაქტიკულად დახმარების სახით მივიღეთ, ეს ლუგარის ლაბორატორია იყო".- განაცხადა,,სპუტნიკთან“ საუბარში დიმიტრი ლორთქიფანიძემ.  მისი თქმით, ეჭვების გასაფანტად მეტი სიცხადე და ინფორმირებულობაა საჭირო.

  როგორც ავღნიშნე, ამ ლაბორატორიასთან და ქვეყანაში სხვადასხვა ინფექციურ დაავადებების შტამებსა და ეპიდემიის საფრთხეებთან დაკავშირებით, უფრო კონკრეტულად  ნინო ჩხობაძის ინტერვიუდან შეიტყობთ. 

 

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

 

ყველა ახალი ამბავი
0