მატვიენკო: რუსეთ–საქართველოს ურთიერთობაში უდაბლესი წერტილი გავლილია

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშივალენტინა მატვიენკო
ვალენტინა მატვიენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთი და საქართველო „სისხლსავსე პოლიტიკური დიალოგის“ აღდგენისკენ, სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის აღორძინებისა და განვითარებისკენ დგამენ ნაბიჯებს, - აღნიშნა ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. რუსეთისა და საქართველოს  ურთიერთობაში უდაბლესი წერტილი გავლილია, — მიაჩნია ფედერაციის საბჭოს სპიკერ ვალენტინა მატვიენკოს.

„რა თქმა უნდა, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები, რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო არ არის, მაგრამ მაინც მეჩვენება, რომ უდაბლესი წერტილი გავლილია“, — განაცხადა მან საინფორმაციო პორტალ News.am-თან ინტერვუში. 

სპიკერის თქმით, რუსეთი და საქართველო „სისხლსავსე პოლიტიკური დიალოგის“ აღდგენისკენ, სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის აღორძინებისა და განვითარებისკენ დგამენ ნაბიჯებს, კერძოდ, ვაჭრობის, სატრანსპორტო მიმოსვლის, ტურიზმისა და ჰუმანიტარული კავშირების სფეროებში.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ღარიბაშვილი: რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

„ჩვენ, რუსი პარლამენტარები, ხელს ვუწყობთ ამ პროცესს. იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან ურთიერთობებში უკეთესობა ცხრა მთას იქით არაა. თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ვიმედოვნებთ, რომ სომხეთიც, რომელსაც დიდი ავტორიტეტი აქვს რეგიონში, ასევე ჩაერთვება კავკასიაში ინტეგრაციული პროცესების განვითარებაში“, — თქვა მატვიენკომ. 

რუსეთსა და საქართველოს შორის უკვე 7 წელზე მეტია, რაც დიპლომამტიური ურთიერთობები გაწყვეტილია. 


ყველა ახალი ამბავი
0