ესტონეთი და საქართველო საინვესტიციო გარემოს ამარტივებენ

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი და ტაავი რივასი
ირაკლი ღარიბაშვილი და ტაავი რივასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს დოკუმენტი ორივე ქვეყნის ბიზნესმენებს ინვესტივიების განვითარების სრულ გარანტიას მისცემს და ასევე მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება მეწარმეებისათვის, აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ტაავი რივასმა ტალინში "საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” ოქმს მოწერეს ხელი, იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური. 

რივასის განცხადებით, ეს დოკუმენტი ორივე ქვეყნის ბიზნესმენებს ინვესტივიების განვითარების სრულ გარანტიას მისცემს და ასევე მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება მეწარმეებისათვის.

ესტონეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ  მისი ქვეყანა კვლავ მხარს დაუჭერს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს ინტეგრაციის პროცესები და მსოფლიო კრიზისებიდან გამომდინარე, არ უნდა დავუშვათ საქართველოს დასავლეთის თვალთახედვიდან ამოვარდნა“, — განაცხადა რივასმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ორშაბათს ეწვია. სამშაბათს ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტ ტოომას ჰენდრიქს ილვესს, პარლამენტის თავმჯდომარე ეიკი ნესტორს და საგარეო საქმეთა მინისტრ მარინა კალიურანდს შეხვდება.

ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საქართველოსა და ესტონეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2015 წლის 9 თვის მონაცემებით, 5, 0 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, საქართველოდან ექსპორტი — 1,7 მლნ აშშ დოლარს, ხოლო იმპორტი — 3,3 მლნ აშშ დოლარს. 2014 წელს ესტონეთიდან საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 1,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0