აპატურაი: საქართველო ნატოს წევრი გახდება

© facebook.com/mod.gov.geნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჯეიმს აპატურაი
ნატოს გენერალური მდივნის  სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჯეიმს აპატურაი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯეიმს აპატურაი საქართველოში ნატოს კვირეულში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა, რომლის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება ალიანსის შესახებ.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო ნატოს წევრი გახდება, თქვა ნატოს გენერალური მდივნის  სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჯეიმს აპატურაიმ ორშაბათს, 26 ოქტომბერს, თბილისში. 

 უელსში, 2014 წლის სექტემბერში გამართული ნატოს სამიტის მსვლელობისას, საქართველოს გადაეცა ალიანსში გაწევრიანების ხელშემწყობი ღონისძიებების პაკეტი, რომელიც საქართველოს ალიანსის წევრობაში სწრაფვისაკენ დაეხმარება. საქართველოს მთავრობამ არა ერთხელ განაცხადა, რომ იმედი აქვს 2016 წლის ივლისში ვარშავის სამიტზე ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღების. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: ნატოს წევრობა საქართველოს უსაფრთხოების გარანტია

 „ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება და საქართველო ნატოს წევრი გახდება….მინისტერიალზე დეკემბერში და სამიტზე ვარშავაში, აღიარებული იქნება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი“ — აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან გამართული ერთობლივი პრეს-კონფერენციის მსვლელობისას. 

 ჯეიმს აპატურაი საქართველოში ნატოს კვირეულში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა, რომლის მიზანიცაა მოქალაქეების ინფორმირება ალიანსის შესახებ. თბილისსა და საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება, მათ შორის ახალგაზრდული კონფერენციები და შეხვედრები არასამათვარობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან. დაგეგმილია ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ახალი რეგიონული ბიუროს გახსნა ქალაქ გორში. 

ჯეიმს აპატურაი - Sputnik საქართველო
აპატურაიმ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში ჩართულობა შეაფასა

 საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლიდან, საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ, ალიანსის სტანდარტების შესაბამისობის შემთხვევაში, საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან.

 


ყველა ახალი ამბავი
0