17:26 25 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
პრეზიდენტის შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან

„ნაცმოძრაობა“ ივანიშვილს კონსტიტუციის დარღვევის მცდელობაში ადანაშაულებს

© facebook.com/Margvelashvili.
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
2835 0 0

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა გაიმართა.

თბილისი, 22 ოქტომბერი  — Sputnik. ქართული საზოგადოების ამოცანაა, არ მისცეს ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის უფლება, — განაცხადა ენმ–ის ერთ–ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. 

„ჩვენი მთელი საზოგადოების ამოცანა არის, რომ არ მივცეთ საშუალება ივანიშვილს და მისი მარიონეტების გუნდს, ქვეყანა კონსტიტუციის ფარგლებიდან გაიყვანოს, რისი აშკარა მცდელობაც აქვს და თვითონ გადიან ამ ფარგლებიდან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება ჩვენი თავისუფლების დათმობის ხარჯზე და ამ თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი ახლა არის „რუსთავი 2“, როგორც მთავარი ფაქტორი“, — განაცხადა ბოკერიამ. 

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ იწყებს მოლაპარაკებებს 

პოლიტიკურ პარტიებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა ქვეყანაში სამოქალაქო სტაბილურობა შენარჩუნდეს.  

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები, 

ხოლო არასაპარლამენტო სექტორიდან — „ახალი მემარჯვენეები“, „თავისუფალი საქართველო“, „ევროპელი დემოკრატები“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“, „ალიანსი თავისუფლებისათვის“ და „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა“. 

 

მთავარი თემები