სახალხო დამცველი პროკურატურას მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს

© Courtesy of Ucha Nanuashviliუჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გამოძიება წარიმართოს მიუკერძოებლად, სრულყოფილად, სწრაფად და ეფექტურად, ხოლო საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდოს ინფორმაცია მის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. მთავარმა პროკურატურამ უნდა გამოიძიოს „რუსთავი 2“–ის გენდირექტორის ნიკა გვარამიას განცხადება ხელისუფლების მხრიდან მისი დაშანტაჟების შესახებ, ნათქვამია სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის მიერ ხუთშაბათს, 22 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ გვარამიამ განაცხადა, რომ ესაუბრა ადამიანს, რომელმაც მას ხელისუფლების გზავნილი გადასცა. ტელეკომპანიის დირექტორმა აღნიშნა, რომ მას აშანტაჟებენ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებით და ითხოვენ, რომ თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვოს. როგორც გვარამიამ განმარტა, უცხო პირმა მას ასევე განუმარტა, რომ 22 ოქტომბერს მოსამართლე ურთმელიძე ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას. 

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკოსებს მოუწოდებს

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გამოძიება წარიმართოს მიუკერძოებლად, სრულყოფილად, სწრაფად და ეფექტურად, ხოლო საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდოს ინფორმაცია მის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით. სახალხო დამცველი თვალს მიადევნებს აღნიშნულ პროცესს და იმედოვნებს, რომ საქართველოს პროკურატურა გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოძიების სათანადოდ წარმართვისათვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, მთავარმა პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება დაიწყო. გვარამია უწყებაში დაკითხვაზე უკვე დაიბარეს.

რუსთავი–2 - Sputnik საქართველო
ვნებათაღელვა "რუსთავი 2"–ის ირგვლივ: გადამწყვეტი სასამართლო პროცესი

გუშინ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს მხოლოდ შანტაჟის ფაქტზე არ უსაუბრია, მან ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს იმ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელიც, მისი აზრით, აპრიორი უკანონო იქნება. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, ტელეკომპანია „რუსთავი  2“-ის  ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია და ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა. ტელეკომპანიის ადმინისტრაცია თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური დაკვეთა და სიტყვის თავისუფლების დარღვევაა. 


ყველა ახალი ამბავი
0