საქართველოს პრემიერს ესმის იმ ადამიანების, ვინც „ნაცმოძრაობის“ ოფისებს ესხმის თავს

© http://pirveliradio.ge/ენმ–ის ოფისი
ენმ–ის ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ციხის სკანდალიდან“ სამი წლის შემდეგ ეს ვიდეოჩანაწერის გავრცელების პირველი შემთხვევაა. ვიდეოში ჩანს, პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს როგორ არაადამიანურად ეპყრობიან.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეების აგრესია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ გასაგებია, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

გასულ უქმეებზე ინტერნეტით გავრცელდა წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეო. როგორც დადგენილია, ამ წამებასა და გაუპატიურებაში 2011 წელს პოლიციის მაშინდელი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეები უკვე მეოთხე დღეა საპროტესტო აქციებს აწყობენ და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებას მოითხოვენ. 

„ყველა თაობის ადამიანი უაღრესად აღშფოთებული და შოკირებულია იმ ვიდეოების ყურებით, რომლებიც მედიით ამ დღეებში გავრცელდა… „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისები ყოველდღე იხურება, ისმის აგრესია. ეს რეაქცია ჩემთვის გასაგებია. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ასეთი რეაქცია ამ კადრების ნახვის შემდეგ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ენმ - Sputnik საქართველო
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებს მთელი საქართველოს მასშტაბით თავს ესხმიან

მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ ქვეყანაში წესრიგი უნდა დაიცვას, პროტესტი კანონის ფარგლებში უნდა გამოიხატოს, მიიჩნევს პრემიერი. 

„ციხის სკანდალიდან“ სამი წლის შემდეგ ეს ვიდეოჩანაწერის გავრცელების პირველი შემთხვევაა. ვიდეოში ჩანს, პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს როგორ არაადამიანურად ეპყრობიან.

დროებითმა კომისიამ, რომელიც უკანონო მოსმენებისა და ფარული ვიდეოჩანაწერების საკითხებზე მუშაობდა, უარი თქვა ჩანაწერების უმეტესი ნაწილის განადგურებაზე, რათა გამოძიება სრულფასოვნად ჩატარდებულიყო და ყველა დამნაშავეს ჩადენილის გამო პასუხი ეგო, აღნიშნა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომელიც კომისიის წევრი იყო.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი სტაბილურობის შესანარჩუნებლად კონსულტაციებს იწყებს

სამუშაოს ჩატარების შემდეგ, 2014 წლის 31 იანვარს კომისიამ ანგარიში გამოაქვეყნდა და შესაბამის უწყებებს ეფექტური გამოძიების ჩატარების რეკომენდაციები მისცა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ უქმეებზე გავრცელებული კადრები 2011 წელს არის გადაღებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე დამნაშავედ 11 ადამიანი უკვე ცნო, მათ შორის შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნები.  

 


ყველა ახალი ამბავი
0