საქართველოს მთავრობის წევრები პრეზიდენტს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

© блог Кахи Каладзеკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე მოსამართლეს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში ნათლად ჩანს მოსამართლეზე ზეწოლა, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საქმე იხილავს, განაცხადა საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე მოსამართლეს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი მოსამართლეს ხისტი გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

“აშკარად ჩანს მისი მხრიდან ჩარევა, ზეწოლა მოსამართლის მიმართ, რადგან ის მოუწოდებს მოსამართლეს, რომ არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება. რას ნიშნავს ეს, ჩემთვის გაუგებარია. მოვუწოდებ პრეზიდენტ მარგველაშვილს განმარტებები გააკეთოს ამასთან დაკავშირებით. ეს არის მოსამართლეზე პირდაპირი ზეწოლა და ჩარევა მის საქმიანობაში”, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

სასამართლო სხდომის წინა დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მას მთავრობა აშანტაჟებს და არ აპირებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, რადგანაც, მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება აპრიორი უკანონო იქნება.  

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი სტაბილურობის შესანარჩუნებლად კონსულტაციებს იწყებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც „რუსთავი 2“–ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობით მიიღეს, ტელეარხის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია, ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დაკვეთასა და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებს.


ყველა ახალი ამბავი
0