საქართველოს პრეზიდენტი სტაბილურობის შესანარჩუნებლად კონსულტაციებს იწყებს

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მახლობლად, სადაც ამ კვირაში მეორედ მიმდინარეობს „რუსთავი 2–ის“ საქმის მოსმენა, საპროტესტო აქცია იმართება. შეკრებილები ხელისუფლებას თავისუფალ მედიაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. სამოქალაქო სტაბილურობის შესანარჩუნებლად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პარტიებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს იწყებს. ამის თაობაზე მან თავად განაცხადა ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.  

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა — „რუსთავი 2"–ის საქმის განხილვამ სასამართლოში (რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში) და წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებამ – ხელი შეუწყო თბილისში პოლიტიკური კლიმატის ესკალაციას და კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო წინააღმდეგობის წინაპირობა შექმნა.  

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ მძაფრი ნაბიჯებისგან

„არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებთ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან იმისთვის, რომ  შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა, მშვიდობა და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში“ — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მახლობლად, სადაც ამ კვირაში მეორედ მიმდინარეობს „რუსთავი 2"–ის საქმის მოსმენა, საპროტესტო აქცია იმართება. შეკრებილები ხელისუფლებას თავისუფალ მედიაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.  

რუსთავი–2 - Sputnik საქართველო
ვნებათაღელვა "რუსთავი 2"–ის ირგვლივ: გადამწყვეტი სასამართლო პროცესი

გასულ უქმეებზე ინტერნეტში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც წამებისა და გაუპატიურების კადრებია ასახული. როგორც დადგინდა, ეს ყველაფერი 2011 წელს ჩაიდინეს პოლიციის მაღალჩინოსნებმა. ძალადობის მსხვერპლი ორი ადამიანი გახდა, რომლებიც ზუგდიდის ტყეში გაიტაცეს და წინასწარ მომზადებულ კონსპირაციულ მიწურში გადაიყვანეს.

კადრების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები უკვე რამდენიმე დღეა აწყობენ საპროტესტო აქციებს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიკვიდაციას მოითხოვენ.

 


ყველა ახალი ამბავი
0